ტექნოლოგიები

Facebook-ის მოგება 12%–ით შემცირდა

24 აპრილი, 2012 • 1222
Facebook-ის მოგება 12%–ით შემცირდა

The Financial Times-ის ინფორმაციით 2012 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელის Facebook-ის მოგება საგრძნობლად შემცირდა.

კომპანიის მოგებამ 12%–ით დაიკლო 2011 წლის პირველ კვარტალთან შედარებით და 205 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.

სოციალური ქსელი მოგების შემცირებას ხარჯების ორჯერ გაზრდას უკავშირებს. თუკი 2011 წლის პირველი კვარტალისთვის კომპანიის ხარჯები 343 მილიონი დოლარი იყო, 2012 წლისთვის ეს რიცხვი 677 მილიონამდე გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი