სამხრეთ კავკასიის ამბები

Wizz Air ბაქოდან ფრენას იწყებს

8 მარტი, 2016 • 1477
Wizz Air ბაქოდან ფრენას იწყებს

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, ავიაკომპანია Wizz Air 27 მარტს ბუდაპეშტიდან ბაქოს მიმართულებით და პირიქით, ფრენებს დაიწყებს.

გამოცემის ცნობით, რეისების დაწყების შესახებ 6 მარტს გამართულ აზერბაიჯანისა და უნგრეთის ბიზნესფორუმზე ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ ვარადიმ განაცხადა.

Wizz Air-ის ვებ-გვერდზე ბილეთის დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. ბაქოდან ბუდაპეშტის მიმართულებით 28 მარტის რეისზე ბილეთის ღირებულება 59.99 ევროა.

Untitled

WizzAir -სა და “აზერბაიჯანის ავიახაზებს” შორის ხელშეკრულება 2015 წლის ოქტომბერში გაფორმდა, თუმცა ფრენები მხოლოდ მარტის ბოლოდან დაიწყება.

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, “აზერბაიჯანის ავიახაზების” ხელმძღვანელობა ადრეც აცხადებდა, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მეშვეობით რეგიონში საერთაშორისო რეისების გაზრდას გეგმავდა.

ბიოლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი