სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ჟურნალისტები პარლამენტს მიმართავენ – დეპუტატმა მათ “ბრბო” უწოდა

3 მარტი, 2016 • 1219
სომხეთში ჟურნალისტები პარლამენტს მიმართავენ – დეპუტატმა მათ “ბრბო” უწოდა

სამმა მედიაორგანიზაციამ სომხეთის პარლამენტის ეთიკის კომისიას განცხადებით მიმართა, მიიღონ გადაწყვეტილება მმართველი პარტიის დეპუტატის, სერდაკიანის ქცევაზე ჟურნალისტების მიმართ.

ჟურნალისტების განცხადებით, დეპუტატმა მათ “ბრბო” უწოდა.

სომხეთის ეროვნული კრების ეთიკის საკითხების კომისიას მიმართეს ორგანიზაციებმა: “მედია და სამართალი”, “თავისუფალ ჟურნალისტთა ასოციაცია” და “ჟურნალისტთა კავშირი”.

წერილს კომისიაში თან ახლავს ვიდეომასალა, სადაც დეპუტატი ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებს მას შემდეგ, როდესაც მან სიტყვა “ბრბოზე” დეპუტატის განმარტება მოითხოვა.

კომისიის მდივნის, ლიან სიმონიანცის თქმით, კომისია 10 დღის ვადაში შეისწავლის განცხადებას და გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა მას წარმოებაში.

თავად დეპუტატი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ “ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი არაფერი უთქვამს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ამის ამსახველი ჩანაწერი ექნებოდათ”.

bioli

მასალების გადაბეჭდვის წესი