სამხრეთ კავკასიის ამბები

JAMnews – ახალი მედიაპლატფორმა კავკასიის შესახებ

29 თებერვალი, 2016 • 2108
JAMnews – ახალი მედიაპლატფორმა კავკასიის შესახებ

29 თებერვალს “რედისონ ბლუ ივერიაში”ახალი მედიაპლატფორმის  “JAMnews“პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც კავკასიაში მნიშვნელოვან მოვლენებს ხუთ ენაზე გააშუქებს

JAMnews მედიაორგანიზაცია “გოუ ჯგუფმა” ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტების მოგვარების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის (UK Conflict, Stability and Security Fund) მხარდაჭერით დააარსა და  კავკასიაში მრავალფეროვანი კონტენტის გაშუქებას და მიმდინარე მოვლენების ანალიზს ისახავს მიზნად. ვებპორტალთან უკვე თანამშრომლობს 50-ზე მეტი ჟურნალისტი და უამრავი მოქალაქე რეპორტიორი კავკასიის მასშტაბით.

JAMnews არა მარტო უნიკალური ინფორმაციის მიღების, არამედ სოციალური კომუნიკაციის სივრცეცაა. გვჯერა, რომ ერთმანეთის უკეთ გაცნობა რეგიონის ქვეყნებს ბევრი, ხშირ შემთხვევაში, საერთო პრობლემების დაძლევაში დაგვეხმარება. პროფესიონალ ჟურნალისტებთან და ანალიტიკოსებთან ერთად ჩვენი ავტორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი, ვისაც საინტერესო ისტორია აქვს და მზადაა სხვებს გაუზიაროს”.- ამბობს პორტალის რედაქტორი საქართველოში სოფო ბუკია. 

წარდგენას ვებპლატფორმის შემქმნელები, ავტორები, რედაქტორები, ჟურნალისტები და ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტების მოგვარების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი