სამხრეთ კავკასიის ამბები

საკითხები, რომლებიც ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ განიხილეს

25 თებერვალი, 2016 • 1277
საკითხები, რომლებიც ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ განიხილეს

sputnik abkhazia-ს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 18 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საბანკო სისტემის გაუმჯობესებაზე, ენერგეტიკის კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებასა და რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე სიტუაციის გაუმჯობესიების შესახებ ისაუბრეს.

რაულ ხაჯიმბამ 23 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა დავალება გასცა, რომლის მიხედვითაც, მდინარე ფსოუზე არსებულ ძველ ხიდზე მოძრაობა უნდა აღდგეს.

“ძველი ხიდი დამატებითი შესაძლებლობაა, რომ ახალ ხიდზე დატვირთვა შემცირდეს”,- განაცხადა ხაჯიმბამ.

აფხაზეთის პრეზიდენტის თქმით, აფხაზეთში, კერძოდ გულრიფშის რაიონში, ციხე აშენდება და ამ საკითხში აფხაზეთს რუსეთი დაეხმარება. მისივე თქმით, აფხაზეთში ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდ ნოვაკოვთან შეხვედრაც გაიმართა და მხარეები ერთიანი სამუშო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლებიც აფხაზეთში ენერგეტიკის კუთხით არსებული პრობლემების შესახებ იმუშავებენ. ხაჯიმბას თქმით, პუტინთან შეხვედრისას მცირე ჰესების აღდგენის საკითხზეც ისაუბრეს.

შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აფხაზეთის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შორის მოსკოვში არსებულ საპრეზიდენტო რეზიდენციაში 18 თებერვალს გაიმართა.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი