სამხრეთ კავკასიის ამბები

ნავთობის ფასის კლების გამო აზერბაიჯანის ბიუჯეტის კორექტირება გახდა საჭირო

25 თებერვალი, 2016 • 1664
ნავთობის ფასის კლების გამო აზერბაიჯანის ბიუჯეტის კორექტირება გახდა საჭირო

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, ერთი ბარელი ნავთობის ღირებულების გამო, რომელიც ამ ეტაპზე 25 დოლარია, აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება გახდა საჭირო. აღნიშნული ცვლილება 24 თებერვლის პარლამენტის სხდომაზე დამტკიცდა.

თებერვლის პირველ ნახევარში პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც გამოვიდა და განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება აუცილებელი გახდებოდა, რადგან ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსია ერთი ბარელი ნავთობის 50-დოლარიან ღირებულებაზე იყო გათვლილი.

2015 წლის ოქტომბერში მიღებული კანონის მიხედვით, 2016 წლის ბიუჯეტის შემოსავლებად 14 566 მილიარდი მანათია ნავარაუდევი (13 895 აშშ დოლრი), ეს კი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 25.2%-ია. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა კი 57.7 მილიარდი მანათია (55 მილიარდი აშშ დოლრი). ბიუჯეტის ხარჯები 16 264 მილიარდ მანათს შეადგენს (15 514 მილიარდ აშშ დოლარს).

პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა სამირ შარიფოვმა განაცხადა, რომ ბოლო წლის მანძილზე ნავთობის ფასის 4-ჯერ ვარდნამ  და მანათის დევალვაციამ ბიუჯეტის კორექტირება აუცილებელი გახადა. მისი თქმით, ბიუჯეტის ახალი რედაქციით სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებები იქნება პრიორიტეტული.

ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა გადასახადების სამინისტროს, სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის და სახელმწიფო ნავთობის ფონდის მიერ გაზრდილი გადასახადების მიღებითაა მოსალოდნელი.

შესწორების თანახმად, ბიუჯეტის შემოსავლები 2016 წელს 2 მილიარდ 256 მილიონი მანათით გაიზრდება. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კი, ვარაუდობენ, რომ 18 მილიარ 495 მილიონ მანათამდე გაიზრდება.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი