სამხრეთ კავკასიის ამბები

ერგნეთში IPRM-ის ფარგლებში 63-ე შეხვედრა გაიმართა

24 თებერვალი, 2016 • 1453
ერგნეთში IPRM-ის ფარგლებში 63-ე შეხვედრა გაიმართა

24 თებერვალს ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში ერგნეთში 63-ე შეხვედრა გაიმათა.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, საერთო სურათი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეფასდა როგორც სტაბილური. მონაწილებმა კი სხვადასხვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ იმ ინცინდენტებზე ისაუბრეს, რომლებიც ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართული ბოლო შეხვდრის შემდეგ მოხდა, მათ შორის დაკავებების, აფეთქებებისა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს გაჩენილი ხანძრის შესახებ. მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ეფექტური მუშაობა ყველა მონაწილემ აღიარა.

IMG_7613 (Small)

ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული 63-ე შეხვედრა ერგნეთში. 24.02.2016 ფოტო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში

“მონაწილეები შეთანხმდენ, რომ ტრიფონის სარწყავი არხის რეაბილიტაციის საკითხზე მუშაობას გააგრძელებენ, რაც ადგილობრივი ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. მხარეებმა ინფორმაცია სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხზეც გაცვალეს, მათ შორის ადამიანების დაკავებასა და გაუჩინარებაზე”,- ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით კი,  “საუბარი ასევე შეეხო ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარებას, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. განსახილველ საკითხებს შორის იყო საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის და უგზო-უკვლოდ დაკარგული გრიგოლ ნალბანდოვის საქმეები”.

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. შემდეგი შეხვედრა ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 2016 წლის 15 მარტს გაიმართება.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი