სომხეთში არსებულ რუსეთის ავიაბაზეზე საბრძოლო ტექნიკა გადაიტანეს

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, 4 ავიაგამანადგურებელი (МиГ-29С) და სატრანსპორტო ვერტმფრენი (Ми-8МТ) სომხეთში, რუსეთის ერებუნის ავიაბაზაზე გადაიტანეს.

გასულ კვირას  კრასნოდარიდან ერევნის სამხედრო აეროპორტში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით ავიატექნიკა გადმოიტანეს. გამოცემის ცნობით, უახლოეს მომავალში საფრონტო ხაზის 4+ თაობის ავიაგამანადგურებლები და ვერტმფრენი Ми-8МТ საინჟინრო-ტექნიკურ დათვალიერებას გაივლის და ექსპლოატაციაში შევა. მფრინავები აღნიშნული სამხედრო ტექნიკით ფრენას კი მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყებენ.

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, ამ დროისთვის ერებუნის ავიაბაზაზე მეოთხე თაობის 9 მოიერიშე ავიაგამანადგურებელია. როგორც “კავკაზსკი უზელი”რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე დაყრდნობით წერს, ავიაგამანადგურებლები ნაკურთხია და მათზე მათი მფარველი წმინდანების გამოსახულებაა დატანილი.

სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, ავიაგამანდურებლებს (МиГ-29) და ვერტმფრენს (Ми-8МТ) ერებუნის ავიაბაზაზე 2016 წლის მეორე ნახევრიდან ელოდებოდნენ. სომხეთში არსებულ რუსულ ავიაბაზაზე თანამედროვე საბრძოლო ვერტმფრენები ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში გაჩნდნენ. დეკემბრის დასაწყისში ავიაბაზაზე 7 სამხედრო და სატრანსპორტო ვერტმფრენი გადაიტანეს.

ბიოლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com