სამხრეთ კავკასიის ამბები

თიბილოვი: სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხზე კონსულტაციებს გააგრძელებს

20 თებერვალი, 2016 • 1165
თიბილოვი: სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხზე კონსულტაციებს გააგრძელებს

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთი 2016 წელს რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ კონსულტაციების გაგრძელებას აპირებს. sputnik ossetia-ს ცნობით, თიბილოვმა აღნიშნული განცხადება 19 თებერვალს ხალხისა და პარლამენტისადმი მიმართვისას გააკეთა.

“ვაცნობიერებთ საკითხის სირთულესა და მგრძნობელობას მის მიმართ. არ გვსურს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რუსეთის ფედერაციას, საერთაშორისო არენაზე პრობლემები შევუქმნათ, ამიტომ ვფიქრობ, რომ რეფერენდუმი განსაკუთრებული ფორმით უნდა ჩატარდეს”,- განაცხადა თიბილოვმა.

მისივე თქმით, განიხილება ხმის მიცემა, რომ სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციაში დაემატოს ცალკე ნორმა, რომელიც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს მიანიჭებს უფლებას მიმართოს რუსეთის ფედერაციას სამხრეთ ოსეთის, როგორ ახალი სუბიექტის მის შემადგენლობაში მიღების თაობაზე.

“ამგვარად ჩვენ მივიღებთ მყარ კონსტიტუციურ საფუძველს ამ ინიციატივისთვის და ამავდროულად რუსეთს არ დავავალდებულებთ დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება რეფერენდუმის შედეგებზე”,- განაცხადა თიბილოვმა.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი