სამხრეთ კავკასიის ამბები

ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდა

18 თებერვალი, 2016 • 1512
ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდა

დღეს  18 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აფხაზეთის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შორის მოსკოვში არსებულ საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეხვედრა გაიმართა.

ხაჯიმბასა და პუტინის საუბრის ნაწილს აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:

“არ ვისაუბრებ ჩვენი ურთიერთობბის განსაკუთრებულ ხასიათზე, რომელიც ვითარდება. რა თქმა უნდა, არსებობს საკითხები, რომლებსაც ცალკე განხილვა ჭირდება. ჩვენი შეთანხმებითი და სამართლებრივი ბაზა უფრო მყარი ხდება და პრაქტიკულად ყველა სფეროში ვთანამშრომლობთ, ეკონომიკის და უსაფრთხოების მიმათულებით. ჩვენი ურთიერთობების მოცულობა საკმაოდ დიდია, ამიტომ მოხარული ვარ რომ თქვენთან ამ კომპლექსურ საკითხებზე საუბრის საშუალება მაქვს”,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

როგორც აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რაულ ხაჯიმბამაც რუსეთ-აფხაზეთს შორის ინტენსიურ ურთიერთობას გაუსვა ხაზი.

“ჩვენი ბოლო შეხვედრიდან ჩვენი ქვეყნების შორის ურთიერთობებში ბევრი რამ შეიცვალა, ძირითადი შეთანხმების ფარგლებში რამდენიმე სექტორალურ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, ეს უკავშირდება ეკონომიკის, უსაფრთხოების და სოციალურ საკითხებს”,- განაცხადა ხაჯიმბამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი