სამხრეთ კავკასიის ამბები

ჩერნომორენერგო: აფხაზეთი ელექტროენერგიას დროებით რუსეთისგან მიიღებს

17 თებერვალი, 2016 • 2059
ჩერნომორენერგო: აფხაზეთი ელექტროენერგიას დროებით რუსეთისგან მიიღებს

“ჩერნომორენერგოს” ცნობით, აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე არსებული შეზღუდვა ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით 16 თებერვლიდან გაუქმებულია. კომპანიის ამბობს, რომ უხვი ნალექის დაწყებამდე, რაც “ენგურჰესში” საკმარისი წყლის რაოდენობის დაგროვებას განაპირობებს, აფხაზეთს ელექტოერნერგიას რუსეთის ფედერაცია მიაწოდებს.

“იმის გამო, რომ ტექნიკურად ელექტოენერგიის მიწოდება, მხოლოდ ცენტრალური სადისპეჩერო  პუნქტიდან არის შესაძლებელი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, ელექტროენერგიის დეფიციტის აღმოსაფხვრელად აფხაზურ-რუსულ-ქართული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მხარეებმა შეიმუშავეს მოდელი, რომლის მიხედვითად აფხაზეთის რესპუბლიკას ელექტროენერგიას რუსეთის ფედერაცია მიაწვდის. ამან საშუალება მოგვცა თავიდან ავიცილოთ მარტში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, ეს ასევე საშუალებას გვაძლევს აფხაზეთი სრულყოფილად მოვამარაგოთ უხვი ნალექის დაწყებამდე”, – ნათქვამია განცხადებაში,

25 იანვრიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა მოქმედებს, რაც 15 აპრილამდე  ელექტოენერგიის განრიგით მიწოდებას გულისხმობდა. “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს აუცილებელი ზომა იყო, რადგან ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე რეკორდულად დაეცა. ტექნიკურ საკითხებში “ენგურჰესის” დირექტორის გია ხუბუას განცხადებით კი, არსებული შეზღუდვა საკმარისი არ იყო, რადგან  ბოლო ერთი წელია აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მკვეთრად მოიმატა, მაგალითად, მიმდინარე ზამთრის მანძილზე ელექტროენერგიის მოხმარებამ დღეში 800 მილიონ კილოვატსაათს მიაღწია. ხუბუას განმარტებით, ეს თითქმის 100%-იანი მოხმარებაა.

11 თებერვალს ბიოლის ფონდის მიერ გამართულ საჯარო დისკუსიაზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განაცხადა, რომ თბილისი აფხაზეთის დასაკმაყოფილებლად დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას არ გეგმავს. თავად ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, კი არსებობდა საშიშროება, რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბილისმა ვეღარ შეძლოს და მხოლოდ ორი კვირის წყლის მარაგი იყო დარჩენილი.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი