სამხრეთ კავკასიის ამბები

tass.ru: იმ ქვეყნების მოქალაქეები რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა აფხაზეთში უვიზოდ შევლენ

12 თებერვალი, 2016 • 2295
tass.ru: იმ ქვეყნების მოქალაქეები რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა აფხაზეთში უვიზოდ შევლენ

აფხაზეთის პარლამენტის სპიკერის ვალერი ბგანბას განცხადებით, 1 აპრილიდან აფხაზეთში უვიზოდ იმ ქვეყნების მოქალაქეები შევლენ, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

“აფხაზეთში შესვლის და აფხაზეთის დატოვების” შესახებ კანონი ძალაში 1 აპრილიდან შედის და მასში რამდენიმე ახალი ინიციატივაა. ერთ-ერთის თანახმად, აფხაზეთში უვიზოდ შესვლას შეძლებენ მხოლოდ იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა აღიარა და რომელთანც ორმხრივი უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება არსებობს”,-  განაცხადა ბგანბამ “ტასთან” საუბრისას, რომელიც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაცი სააგენტოა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება საემიგრაციო კონტროლის გაძლიერებს უზრუნველყოფს:

“რუსეთის მოქალაქეები ჩვენთან ძირითადად დასასვენებლად ჩამოდიან. სხვა ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ ჩამოსვლა, აქ წლობით მუშაობა, არ იხდიან გადასახადებს, არც სამედიცინო შემოწმებას გადიან”,- ამბობს აფხაზეთის პარლამენტის სპიკერი. მისივე თქმით, პირველ აპრილამდე აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მიგრაციის სახელმწიფო სამსახურს სხვადასხვა ნორმატიული აქტის მიღება მოუწევთ.

გამოცემის ცნობით, ამჟამად აფხაზეთში შესვლის და მისი დატოვების საკიხი 2005 წელს მიღებული კანონით ხორციელდება, რომლის თანახმადაც აფხაზეთში უვიზოდ შესვლა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს და დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ.

აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წელს რუსეთის ფედერაციამ ცნო. რუსეთის ფედერაციის შემდეგ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ნიკარაგუამ აღიარა, ხოლო 2009 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვენესუელამ და კიდევ სამმა კუნძულოვანმა სახელმწიფომ ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ ცნო. საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და მას საქართველოს რეგიონად მოიხსენიებს. აფხაზეთს ორმხრივი უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვს რუსეთის ფედერაციასთან და ნიკარაგუასთან. დანარჩენ ქვეყნებთან შეთანხება ხელმოწერილია, მაგრამ რატიფიცირებული არაა.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი