სამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორის და სხვა რაიონების მოსახლეობისთვის ელექტროენერგიაზე ფასი შემცირდა

10 თებერვალი, 2016 • 1460
ახალგორის და სხვა რაიონების მოსახლეობისთვის ელექტროენერგიაზე ფასი შემცირდა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან ამოქმედდა ელექტროენერგიის გადახდის ახალი ტარიფები. კერძოდ, ცვლილება შეეხო იმ რაიონებს, რომლებიც არ არის გაზიფიცირებული და მხოლოდ ელექტროენერგიას მოიხმარს.

ახალი ტარიფებით, კერძო პირებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად, ან იმ ტერიტორიაზე, რომელსაც არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, 1 კილოვატ საათზე გადასახადი 2 რუბლი (დაახლოებით 6 თეთრი) გახდა, ნაცვლად 2,64 რუბლისა.

კომერციული და საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის, სახელმწიფო საწარმოებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის ელექტროენერგიაზე ფასმა მოიმატა და შეადგინა 3, 81 (დახლოებით 12 თეთრი) რუბლი. სხვა დანარჩენ ორგანიზაციებს 4, 50 რუბლის ( 13 .50 თეთრი) გადახდა მოუწევთ.

დღეისათვის ახალგორის რაიონი თვეში 120 000- 150 000 კვტ.სთ ელექტროენერგიას ხარჯავს.

ელექტროენერგია ახალგორის რაიონს 2010 წლიდან რუსეთიდან მოეწოდება, მანამდე თბილისიდან იღებდა ელექტროენერგიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი