სამხრეთ კავკასიის ამბები

რუსი სამხედროები აფხაზეთში ანტიტერორისტულ სწავლებას გადიან

30 იანვარი, 2016 • 1272
რუსი სამხედროები აფხაზეთში ანტიტერორისტულ სწავლებას გადიან

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული ქვედანაყოფი ანტიტერორისტული სწავლების ფარგლებში გადის წვრთნას, სადაც მოწინააღმდეგის საწყობების და საკონტროლო-გამშვები პუნქტების განთავისუფლებას და კონტროლის ქვეშ აღების ტექნიკას სწავლობენ.

სწავლებაში 100-ზე მეტი სამხედრო პირი მონაწილეობს, პროცესში სხვადასხვა სამხედრო ტექნიკაა ჩართული, მათ შორის, თანამედროვე ქვეითთა  ჯავშანმანქანა (БТР-82А) და სატვირთო ჯავშანმანქანა (КамАЗ-5350).

სწავლების მიხედვით, ტერორისტებმა სამხედრო ქალაქში შეაღწიეს და საწყობების დანაღმვასა და აფეთქებას შეეცადნენ. სამხედროებმა კი საწყობების განლაგების ზონაში მოწინააღმდეგის ბლოკირებისა და განადგურებისთვის ზომები შეიმუშავეს.

რუსი სამხედროების სწავლება აფხაზეთში 25 იანვარს დაიწყო და იანვრის ბოლომდე გასტანს. სწავლებაში ყველა სამხედრო ბაზის ქვედანაყოფი და 400 ერთეული სამხედრო ტექნიკაა ჩართული, მათ შორის, Т-90А ტანკები, ჯავშAაპორტიორები БТР-82А,, ქვეითთა საბრძოლო მანქანები БМП-3.

მასალების გადაბეჭდვის წესი