სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი: ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 2015 წელს სომხეთის 74 ჯარისკაცი დაიღუპა

31 იანვარი, 2016 • 2300
სომხეთი: ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 2015 წელს სომხეთის 74 ჯარისკაცი დაიღუპა

სომხეთის თავდაცვის უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე, წლებისა და თვეების მიხედვით გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის განმავლობაში ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხეთის შეიარაღებული ძალებიდან 74 ჯარიკაცი დაიღუპა.

ყველაზე ბევრი სამხედრო პირი სომხეთმა 2015 წლის სექტემბერსა [11 ჯარისკაცი] და დეკემბერში [11 ჯარისკაცი] დაკარგა.

2014 წლის იმავე თვეში [დეკემებრში] ჯარისკაცების დაღუპვის მხოლოდ 3 შემთხვევა იყო.

გარდა ამისა, 2015 წელს, ჯამში, სომხეთის მხრიდან 45 სამხედრო დაიჭრა.

ოფიციალური ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ორივე მხრიდან [სომხეთი, აზერბაიჯანი] დაღუპულია 35 ათასამდე სამხედრო, ხოლო დაჭრილთა რიცხვი 100 ათასამდე აღწევს. კონფლიქტის შედეგად 1 500 000-მდე პირი დევნილი გახდა.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას მათი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ.

ყარაბაღის კონფლიქტის ზონა; ფოტო: სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

ყარაბაღის კონფლიქტის ზონა; ფოტო: სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

ყარაბაღის კონფქლიტის ზონა; ფოტო: სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

ყარაბაღის კონფქლიტის ზონა; ფოტო: სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი