სამხრეთ კავკასიის ამბები

Freedom House-ის მიხედვით, აზერბაიჯანი არათავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალშია

28 იანვარი, 2016 • 1288
Freedom House-ის მიხედვით, აზერბაიჯანი არათავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალშია

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანმა 100 შესაძლო ქულიდან 16 მოაგროვა და არათავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა.

ფრიდომ ჰაუსი ქვეყნებში თავისუფლების ხარისხს სამი კატეგორიით ზომავს: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი.

პოლიტიკური უფლებების კუთხით აზერბაიჯანმა ორგანიზაციის შეფასებით 7 ქულა დაიმსახურა [1 ქულა საუკეთესოა, ხოლო 7 -ყველაზე ცუდი], სამოქალაქო უფლებების თვალსაზრისით ქვეყანამ 6 ქულა მიიღო, ხოლო აზერბაიჯანის თავისუფლების რეიტინგი 6.5-ია.

Freedom House-ის მიერ აზერბაიჯანი, როგორც არათავისუფალი ქვეყანა შეფასდა გასულ წელსაც. პოლიტიკური უფლებების ნაწილში ქვეყნის მდგომარეობა გაუარესდა, ამ კუთხით აზერბაიჯანი 2015 წელსა 6 ქულით  შეფასდა. სამოქალაქო უფლებების შეფასების ნაწილში ქვეყნის მდგომარეობა იგივე დარჩა, რაც შეეხება ქვეყნის თავისუფლების რეიტინგს, იგი 0.5 ქულით გაუარესდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი