სამხრეთ კავკასიის ამბები

ორი კვირის მანძილზე აზერბაიჯანში 6 ბანკი დაიხურა

27 იანვარი, 2016 • 1511
ორი კვირის მანძილზე აზერბაიჯანში 6 ბანკი დაიხურა

ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, Atra Bank-ს და “კავკასიის განვითარების ბანკს” ლიცენზია გაუუქმდათ. აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით ინფრომაციას haqqin.az ავრცელებს. ბოლო ორი კვირის მანძილზე ცენტრალურმა ბანკმა 6 კომერციულ ბანკს გაუუქმა ლიცენზია.

ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ორივე ბანკის შემთხვევაში მთლიანმა კაპიტალმა განაპირობა, რომელიც ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებულ მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, ბანკები კრედიტორების წინაშე აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ. კანონის თანახმად, შენახული ანაბრებისათვის კომპენსაციებს კლიენტებს აზერბაიჯანის სადეპოზიტო სადაზღვეო ფონდი გადაუხდის.

გასულ კვირას ცენტრალურმა ბანკმა კიდევ ოთხ ბანკს გააუქმა ლიცენზია. ესენია: Gandja Bank, Bank of Azerbaijan, United Credit Bank და NBCBank.

მასალების გადაბეჭდვის წესი