სამხრეთ კავკასიის ამბები

გარდიანი: ხადიჯა ისმაილოვას დაცვის ინიციატივის გამო, ამალ კლუნის აზერბაიჯანის მედია თავს ესხმის

22 იანვარი, 2016 • 1691
გარდიანი: ხადიჯა ისმაილოვას დაცვის ინიციატივის გამო, ამალ კლუნის აზერბაიჯანის მედია თავს ესხმის

გამოცემა “გარდიანის” ცნობით, ადვოკატი ამალ კლუნი აზერბაიჯანის მედიის თავდასხმის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ადამინის უფლებების ევროპულ სასამართლოში აზერბაიჯანელი ჯურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას ინტერესების დაცვის ინიციატივით გამოვიდა.

ხადიჯა ისმაილოვა, რომელიც მთავრობის მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა, უკვე წელიწადზე მეტია ციხეში იმყოფება. იგი ბრალდებებს არ აღიარებს და ამბობს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული.

გარდიანი წერს, რომ აზერბაიჯანის მედია, რომელიც მთავრობის პოზიციებს იცავს, ამალ კლუნის თურქული ოჯახის წევრი და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ ფარულ შურისძიებაში ადანაშაულებს.

“კლუნის თურქული ოჯახის წევრი ქვეყნები ჰყავს სამიზნედ ამოღებული თავისი დიდების გზაზე”,- წერს “Azernews”, მედიასაშუალება, რომელიც მთავრობას ადამიანის უფლებების შელახვის გამო კრიტიკისგან იცავს და ამითაა ცნობილი.

“ამალ კლუნი ეთნიკური სომეხია და სომხეთის ინტერესებს წარმოადგენს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში”,- წერს საინფორმაციო სააგენტო haqqin.az.

სომხეთსა და აზერბაიჯანს 1990 წლიდან უთანხმოება აქვთ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის გამო -აღნიშნავს “გარდიანი” და ხაზს უსვამს რომ ამალ კლუნის ლიბანური წარმომავლობა აქვს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წესების თანახმად, ისმაილოვას საქმემ აზერბაიჯანში სასამართლოს ყველა ინსტანცია უნდა ამოწუროს და ევროპული სასამართლო ამის შემდეგ დაუშვებს განსახილველად. ბაქოს სააპელაციო სასამართლოს მიერ უარის შემდეგ ისმაილოვას საქმე უზენაეს სასამარლოს გადასცეს და, როგორც “ინტერფაქსი” წერს, გადაწყვეტილება 3-4 თვეში იქნება ცნობილი.

გარდიანის ინფორმაციით, ამალ კლუნიზე თავდასხმა 2015 წლის სომხეთის გენოციდის აღიარების საკითხს უკავშირდება, რომელიც მან თურქი პოლიტიკოსის წინააღმდეგ წააგო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სწორედ ამიტომ ადანაშაულებენ კლუნის ანტითურქულ განწყობებში.

“ანტითურქული საქმიანობა დაეხმარა ამალს გამორჩული საადვოკატო კარიერა შეექმნა”,-წერს AzerNews-ი.

მასალების გადაბეჭდვის წესი