სამხრეთ კავკასიის ამბები

ვინ წარადგენს სომხეთს 2016 წლის ევროვიზიაზე

20 იანვარი, 2016 • 1482
ვინ წარადგენს სომხეთს 2016 წლის ევროვიზიაზე

ზოგიერთი ქართული საინფორმაციო სააგენტოს ცნობა იმის შესახებ, რომ 2016 წელს ევროვიზიაზე სომხეთს მომღერალი სერობ აჯემიანი სიმღერის “ყვავილების ქვეყანა” სომხური ვერსიით “HAYASTAN” წარადგენს, სიმართლეს არ შეესაბამება. სომხეთის სახელით აღნიშნულ კონკურსზე 2016 წელს მომღერალი ივეტა მუკუჩიანი იმღერებს.

ევროვიზიაზე სომხეთის წარმომადგენლის სახელი ცნობილი 13 ოქტომბერს გახდა. ქვეყანას ევროვიზიაზე ივეტა მაკუჩიანი წარადგენს. როგორც წინა წლებში, კანდიდატი მაყურებელთა ხმის მიცემის შედეგებით შეირჩა. თუ რა სიმღერას შეასრულებს ივეტა მუკუჩიანი კონკურსზე, ჯერჯერობით ცნობილი არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი