სამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა გუდაუთაში ისტორიული ძეგლის განადგურებას გმობს

18 იანვარი, 2016 • 1289
ხაჯიმბა გუდაუთაში ისტორიული ძეგლის განადგურებას გმობს

“აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მკაცრად გმობს სახელმწიფოს დაცვის ქვეშ მყოფი კულტურული და ისტორიული ძეგლების მიმართ უკანონო ქმედებებს”- აფხაზეთის თვიაღიარებული პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას sputnik abkhazia ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კულტურის მინისტრმა ელვირა არსალიამ რაულ ხაჯიმბას გუდაუთაში, პუშკინის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშის უკანონო დემონტაჟის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აპირებს გენერალურ პროკურატურას მიმართოს და კანონის დამრღვევების მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვოს.

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა აღშფოთება გამოთქვა, რომ პრეზიდენტის მიერ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის სიის დამტკიცებიდან ორ კვირაში არქიტექტურული ძეგლი “ბარბაროსულად გაანადგურეს”.

რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის რაიონების და ქალაქების ხელმძღვანელებთან შეხვედრას აპირებს, რათა ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვის საკითხთან დაკავშირებით კოორდინაცია გააძლიეროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი