სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ჟურნალისტი და ვიდეობლოგერი ჰუსეინ აზიზოღლუ დააკავეს

13 იანვარი, 2016 • 2216
აზერბაიჯანში ჟურნალისტი და ვიდეობლოგერი ჰუსეინ აზიზოღლუ დააკავეს

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, აზერბაიჯანში ჟურნალისტი და ვიდეობლოგერი ჰუსეინ აზიზოღლუ ჩხუბის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დაკავებულის კოლეგები კი თვლიან, რომ ჟურნალისტი სატირული ვიდეოს გამო დააკავეს, სადაც პოლიციის თანამშრომლებს აშარჟებს.

გამოცემის ცნობით, ჰუსეინ აზიზოღლუ 8 იანვარს 15 დღით დააკავეს, თუმცა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 11 იანვარს გავრცელდა, ისიც სოციალური ქსელების მეშვეობით. ჟურნალისტმა აინურ იმრანოვმა “ფეისბუქზე” ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით ” ამბობენ, რომ ჰუსეინი ამ ვიდეოს გამო დააპატიმრეს”

14-წამიან ვიდეოში, რომელიც 7 იანვარსაა გამოქვეყნებული, აზიზოღლუ პოლიციელს განასახიერებს, რომელიც ადამიანს აჩერებს, ჯიბეში ნარკოტიკს უდებს და აკავებს.

დაკავებული ჟურნალისტის დედა ამბობს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მისი შვილი ამ ვიდეოს გამო დააკავეს, არასწორია და ციხეში ეზოში მომხდარი ჩხუბის გამო მოხდა. მისივე თქმით, შვილი უკვე ნახა და თავს კარგად გრძნობს.

აზიზოღლუ სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი იყო, მათ შორის Obyektiv.TV და online TV . შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერის დაკავებასთან დაკავშირებით “კავკაზსკი უზელთან” კომენტარი არ გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი