სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის საგამოძიებო სამსახური გევორგ საფარიანის დაკავებასთან დაკავშირებით მასალას ამზადებს

12 იანვარი, 2016 • 1529
სომხეთის საგამოძიებო სამსახური გევორგ საფარიანის დაკავებასთან დაკავშირებით მასალას ამზადებს

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, სომხეთის სპეციალური საგამოძიებო სამსახური “ახალი სომხეთის” 6 მხარდამჭერის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მასალას ამზადებს.  აღნიშნული გადაწყვეტილება გევორგ საფარიანს უკავშირდება, რომელიც 31 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე მომხდარი ინცინდენტის გამო დააკავეს. იგი ამტკიცებს, რომ პოლიციელება სამსახურეობრივ მოვალეობას გადააჭარბეს და მის წინააღმდეგ ძალა გადაამატეს.

პოლიციის მიერ კანონის დარღვევაზე საუბრობს “Human Rights Watch”-იც და ხელისუფლებას მოუწოდებს, გევორგ საფარიანი გაათავისუფლოს.

31 დეკემბერს სამართალდამცავებმა “ახალი სომხეთის” ერთ-ერთ მხარდამჭერს  უფლება არ მისცეს თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხის კოსტუმით გაევლო. პოლიციასა და მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებისას დაახლოებით 10 ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველებმა 5 ადამიანი დააკავეს. მათ შორის- “დამფუძნებელი პარლამენტის” წევრი გევორგ საფარიანი, რომელიც სასამართლომ 3 იანვარს 2 თვით დააპატიმრა.

აქტივისტების ადვოკატის, ტიგრან აირაეტიანის განცხდებით, გამოძიება დაკავებულების განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც პოლიცამ მათ წინააღმდეგ ძალას გადაამეტა, მასალებს ამზადებს. მისივე თქმით, ისინი კონფლიქტში მონაწილე პოლიციელების დასჯას მოითხოვენ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “კავკზსკი უზელს” დაუდასტურა ინფორმაცია ახალი წლის ინციდენტთან დაკავშირებით მასალის მომზადების თაობაზე. უწყების წარმომადგენლის განცხადებით, უკვე დაინიშნა სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი