სამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში იმ ავტომობილის მძღოლი დააკავეს, რომელიც გენერალურ პროკურორს დაეჯახა

11 იანვარი, 2016 • 1259
ცხინვალში იმ ავტომობილის მძღოლი დააკავეს, რომელიც გენერალურ პროკურორს დაეჯახა

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ ავტომობილის მძღოლი დააკავს, რომელიც გენერალურ პროკურორ მერაბ ჩიგოევს დაეჯახა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული 1982 წელს დაბადებული სოსლან ტადეევია. უწყების ცნობით, იგი პოლიციამ შემთხვევის ადგილითან ახლოს დააკავა. ტადეევს მიმალვა არ უცდია.

სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის გენერალური პროკურორი მერაბ ჩიგოევი 9 იანვარს ცხინვალში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი