სამხრეთ კავკასიის ამბები

H1N1 ვირუსით სომხეთში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

10 იანვარი, 2016 • 2136
H1N1 ვირუსით სომხეთში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, დღეს, 10 იანვარს სომხეთში H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს უკვე მეხუთე ადამიანია, რომელიც  ღორის გრიპის გართულების შედეგად სომხეთში გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი სომხეთში რუსეთიდან ჩავიდა, სადაც დიდ ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა და ექიმისთვის არ მიუმართავს.

8 იანვარის მონაცემებით, ქვეყანაში ღორის გრიპით დაავადებულთა რაოდენობაა 89. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გაზრდილია გრიპით და პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობაც.  ოფიციალური სტატისტიკით, სომხეთის საავადმყოფოებში 662 ადამიანი მკურნალობს გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების დიაგნოზით.

გრიპის მატარებელთა რაოდენობის ზრდის გამო სომხეთის სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 იანვრამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი