სამხრეთ კავკასიის ამბები

ევროპაში უვიზო მიმოსვლაზე შეთავაზებას სოხუმი ეხმაურება – ეს პროექტი ჩავარდება

22 დეკემბერი, 2015 • 1758
ევროპაში უვიზო მიმოსვლაზე შეთავაზებას სოხუმი ეხმაურება – ეს პროექტი ჩავარდება

“საქართველოს განცხადება აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ბიომეტრიული პასპორტების გაცემის გამარტივებაზე – მორიგი მცდელობაა მოატყუონ ისინი ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის თაობაზე “, – ამის შესახებ კან ტანიამ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

კან ტანია ამბობს, რომ “ქართული მხარე ადრეც ცდილობდა აფხაზების ხაფანგში გაბმას ე.წ. ნეიტრალური პასპორტების აღების მოწოდებით, რომლებიც, ფაქტობრივად,  ქართული  სტრუქტურების მიერ გაიცემოდა”.

“ეს პროექტი მთლიანად ჩავარდება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენს მოსახლეობას ინტერესი არ გამოუხატავს. ამასთან, ე.წ. ნეიტრალური პასპორტები მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ სცნო. თუ ჩვენი მოქალაქე მიიღებდა  ნეიტრალურ პასპორტს, ხუთი-ექვსი ქვეყნის გარდა ვერსად გამოიყენებდა. დარწმუნებული ვარ, აფხაზეთის მოქალაქეები ამ იაფფასიანი ტიპის სატყუარაზე არ წამოეგებიან. ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს აფხაზეთის მოქალაქეთა საერთაშორისო კონტაქტები. სწორედ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებით არ აძლევენ ვიზებს რუსული საზღვარგარეთის პასპორტების მფლობელ აფხაზებს”.

თბილისი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ევროპაში უვიზო მიმოსვლის ბენეფიტებით სარგებლობას სთავაზობს. შესაბამისად, ამისთვის აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა საქართველოს ბიომეტრიული პასპორტები უნდა აიღონ.

კან ტანია, ფოტო: sputnik-abkhazia; 2015

კან ტანია, ფოტო: sputnik-abkhazia; 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი