სამხრეთ კავკასიის ამბები

ჩირიკბა: საქართველოს მიერ აფხაზეთის აღიარებით ყველა მხარე მოგებული დარჩება

21 დეკემბერი, 2015 • 1260
ჩირიკბა: საქართველოს მიერ აფხაზეთის აღიარებით ყველა მხარე მოგებული დარჩება

“ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოს მხრიდან აფხაზეთის აღიარება, ასევე, სრულფასოვნი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დამყარება, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს, რომლითაც ყველა მხარე მოგებული დარჩება. ეს მომგებიანი იქნება რეგიონისთვის”, – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა.

ჩირიკბა ამბობს, რომ “ამის მისაღწევად საჭიროა ძალიან მაღალი პოლიტიკური სიბრძნე და ნებისყოფა, რომელიც ამჟამინდელ ქართულ ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, არ ჩანს. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ პოლიტიკურ დიალოგს საქართველოსთან”, – ამბობს ჩირიკბა.

მასალების გადაბეჭდვის წესი