სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში აბორტების აკრძალვის თემაზე ექიმები შეშფოთებას გამოთქვამენ

19 დეკემბერი, 2015 • 1177
აფხაზეთში აბორტების აკრძალვის თემაზე ექიმები შეშფოთებას გამოთქვამენ

აფხაზეთის პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც აბორტების აკრძალვას ითვალისწინებს.

“ჯანდაცვის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს 26-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორმა ხმა წინააღმდეგ მისცა, ორმა – კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

გინეკოლოგები, რომლებიც აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობენ, შეშფოთებული არიან პარლამენტის გადაწყვეტილებით. მათი განცხადებით, სამედიცინო ჩვენებების შემთხვევებში აბორტის აკრძალვა კრიმინალურ აბორტებს გამოიწვევს.

“ჩვენ არ მიგვიწვიეს განხილვაზე, არავის უკითხავს გინეკოლოგების აზრი. ჩვენ მოვუყვებოდით, რა რისკებს ატარებს კრიმინალური აბორტები, რომლებიც არალეგალურად კეთდება. ეს თავის მხრივ უშვილობას იწვევს და არცთუ ისე იშვითად ლეტალურად მთავრდება”, – ამბობს რიტა ტრაფში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი მეან-გინეკოლოგი.

“ბავშვის ჩასახვისთანავე ის ცოცხალი არსებაა. მისი მკველობა ღმერთის წინაშე ცოდვაა. აფხაზეთის სახელმწიფოს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ბავშვების მკვლელობას. სახელმწიფოს არ შეუძლია ექიმებს უფლება მისცეს, ადამიანებს სიცოცხლე წაართვან”, – ასე დაასაბუთა ერთ-ერთმა დეპუტატმა კანონპროექტის მართებულობა და სხვა დეპუტებისგანაც მისი მხარდაჭერა ითხოვა.

ფოტო: sputnik-abkhazia, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სხდომა, 18.12.2015

ფოტო: sputnik-abkhazia, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სხდომა, 18.12.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი