სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზი პაციენტების მომსახურების მიზნით სოხუმმა პეტერბურგის კლინიკასთან შეთანხმება გააფორმა

16 დეკემბერი, 2015 • 1366
აფხაზი პაციენტების მომსახურების მიზნით სოხუმმა პეტერბურგის კლინიკასთან შეთანხმება გააფორმა

დე ფაქტო აფხაზეთმა სანკტ-პეტერბურგის სამედიცინო კვლევით ცენტრთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის ფარგლებში აფხაზი პაციენტების სამედიცინო მომსახურებისა და აფხაზი ექიმების კვლიფიკაციის ამაღლების მიზნით კლინიკასთან თანამშრომლობას გეგმავს.

“ალმაზოვის სახელობის ცენტრი არა მხოლოდ რუსეთში, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. კვლევები, რომლებიც იქ ტარდება, საერთაშორისო მნიშვნელობისაა. კლინიკა მრავალპროფილურია, ის დახმარებას უწევს პაციენტებს კარდიოლოგიის, ნეიროქირურგიის, ტრავმატოლოგიის, ორთოპედიის კუთხით. აფხაზეთის მოქალაქეებს ამიერიდან შეუძლიათ მიიღონ აუციელებელი სამედიცინო დახმარება უმაღლეს დონეზე”, – აცხადებს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ანატოლი გულინი.

აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში უმკურნალებენ თუ არა აფხაზ პაციენტებს უფასოდ, ისევე, როგორც თბილისში, ამის შესახებ აფხაზეთის მედიაში არაფერია ნათქვამი.

მასალების გადაბეჭდვის წესი