სამხრეთ კავკასიის ამბები

თურქული გემები პოლიტიკური მოტივების გამო აფხაზეთის აკვატორიაში თევზს აღარ იჭერენ

15 დეკემბერი, 2015 • 1330
თურქული გემები პოლიტიკური მოტივების გამო აფხაზეთის აკვატორიაში თევზს აღარ იჭერენ

abaza.tv-ის ცნობით, აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური მოტივებით თურქული გემები ვეღარ შეძლებენ შავი ზღვის აფხაზეთის აკვატორიის ნაწილში თევზჭერას.

როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, წინა წელს აღნიშნული სფეროდან აფხაზეთის სახელმწიფო ბიუეჯტში 150 მილიონი რუბლი შევიდა.

“ამ დროისთვის აფხაზეთის ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსულ მხარესთან, თუმცა კონსესუსი ჯერ ნაპოვნი არაა. რუსეთი პრობლემის მოკლე დროში მოგვარებას პირდება აფხაზეთს”, – ნათქვამია სიუჟეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი