სამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში საქართველოს მოქალაქეებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს

4 დეკემბერი, 2015 • 1218
სოხუმში საქართველოს მოქალაქეებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს

აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო საქართველოს მოქალაქეებისთვის უკანონოდ აფხაზეთის პასპორტების მასობრივად გაცემის ფაქტზე.

ოფიციალური ცნობითვე, აფხაზეთის პასპორტების უკანონო გაცემის ფაქტზე გამოძიება აფხაზეთის მოქალაქების წინააღმდეგ მიმდინარეობს.

როგორც პროკურატურა აცხადებს, აფხაზეთის კანონი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, 2009-2013 წლებში, გალის რაიონის საპასპორტო-სავიზო განყოფილების თანამდებობის პირებმა დაარღვიეს.

აღნიშნული დანაშაული, როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი