სამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი და ფაშინიანი ყარაბაღის საკითხზე შეხვდებიან

27 მარტი, 2019 • 997
ალიევი და ფაშინიანი ყარაბაღის საკითხზე შეხვდებიან

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე ერთმანეთს 29 მარტს ვენაში შეხვდებიან. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო უწყება ავრცელებს.

არაოფიციალური შეხვედრა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში 2019 წლის იანვარში შედგა. კონკრეტულად რის შესახებ ისაუბრეს მაშინ ფაშინიანმა და ალიევმა, არცერთ მხარეს არ გაუვრცელებია ინფორმაცია.

“დავოსში გაიმართა შეხვედრა ილჰამ ალიევთან. გავცვალეთ აზრები დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებათა პროცესსა და შემდგომ განხილვებზე. შეხვედრა დაახლოებით 1,5 საათს გაგრძელდა”, – წერდა ფაშინიანი ფეისბუკის გვერდზე.

არაოფიციალური საათანახევრიანი შეხვედრა ალიევსა და ფაშინიანს შორის

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი