სამხრეთ კავკასიის ამბები

ეიფორიიდან და იმედგაცრუებიდან პრაგმატიზმამდე: პოსტსაბჭოთა სომხეთი და დიასპორა

4 იანვარი, 2018 • 2856
ეიფორიიდან და იმედგაცრუებიდან პრაგმატიზმამდე: პოსტსაბჭოთა სომხეთი და დიასპორა

დიასპორა თუ დიასპორები? სომხური დიასპორის მრავალფეროვნება

იშვითია სტატია სომხურ პოლიტიკაზე, სადაც სომხური დიასპორის ფაქტორი არ იქნება ნახსნები. ძლევამოსილების შესახებ მითებისა და სტერეოტოპების რაოდენობით, სომხურის დიასპორა ებრაული დიასპორის შემდეგ ალბათ მეორე საპატიო ადგილს იკავებს, ყოველშემთხვევაში რეგიონში მეზობლების წარმოდგენებში.

სინამდვილეში, სომხური დიასპორის ძლევამოსილება მნიშვნელოვნად გაზვიადებულია, ისევე როგორც მისი, სომხეთში მიმდინარე პროცესებზე გავლენების დონე.

ამის მიუხედავად, სომხური დიასპორა რეალურად, სომხეთის ცხოვრებაში და მის ურთიერთობებზე გარე სამყაროსთან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუმცა სომხური დიასპორის დამოკიდებულება ისტორიულ სამშობლოსთან იმაზე რთულია, ვიდრე ეს შორიდან ჩანს.

უპირველეს ყოვლისა, სომხური დიასპორა არ არის მონოლითური. დიასპორის შიგნით არსებობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული, სოციალური და რელიგიური და ლინგვისტური განსხვავებებიც კი. სომხური დიასპორის შიგნით ერთ-ერთი მთავარი განსხვავება – ეს არის განსხვავება “ძველ” და “ახალ” დიასპორებს შორის. თუმცა, სომხური სათავისტომოები სხვადასხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისსა და საუკუნის შუაში არებობდა. თავად გაგება “დიასპორა” [სომხურად “spyurq”] 1915 წლის გენოციდის შემდეგ გაჩნდა. ამიტომაც ისეთი თემები, როგორიცაა თბილისური ან სტამბოლის, რომლებიც ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან არსებობს, არ მიიჩნევა “დიასპორად”, შესაბამისად, სტამბოლელ ან თბილისელ სომეხს შეიძლება გაუკვირდეს თუკი მას «spyurqahay» ანუ “დიასპორის სომეხს” უწოდებთ.

“ძველ დიასპორად” იმ სომეხთა შთამომავლები მიიჩნევიან, რომლებიც იძულებული გახდნენ სამშობლო 1915 წლის გენოციდის შედეგად დაეტოვებინათ. “ახალ დიასპორას” – კი ისინი მიეკუთვნებიან, ვინც საბჭოთა კავშირის და მისი დაშლის შემდეგ დატოვა სომხეთი.

მართალია, ეს დაყოფა საკმაოდ პირობითია: ბევრი მათგანი, ვინც საბჭოთა კავშირის დროს წავიდა სომხეთიდან “ძველი დიასპორიდანაა”. ისინი 1940-იანი წლების ე.წ. რეპატრიაციაში მონაწილეობდნენ. 1940 წლებში ბევრი სომეხი გამოეხმაურა საბჭოთა ხელისუფლების მიწვევას და საბჭოთა სომხეთში ჩავიდა, თუმცა იმედგაცრუებული დარჩა ტოტალიტარულ სახელმწიფოში ცხოვრებით. ბევრი საერთოდ ციმბირში გადაასახლეს. ამიტომაც, როდესაც საბჭოთა კავშირიდან ემიგრირების შესაძლებლობა გაჩნდა, ბევრი დასავლეთში გაემგზავრა.

“ძველ” და ”ახალ” დიასპორას შორის სხვაობა მეტნაკლებად “დასავლელი” და “აღმოსავლელი” სომხების ისტორიულ და ლინგვისტურ დაყოფას ემთხვევა. “დასავლელი” სომხები სომხური ენის დასავლურ დიალექტზე საუბრობენ -ისინი იმ ტერიტორიებიდან არიან, რომელიც ყოფილი ოსმანური იმპერიის მმართველობის ქვეშ იყო. ბუნებრივია, სომხეთის ის ნაწილი, რომელიც ირანის შემადგენლობაში იყო, შემდეგ კი რუსული იმპერიისა და საბჭოთა კავშირის, ისტორიულად “აღმოსავლეთ სომხეთად” მიიჩნეოდა, სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ და შესაბამისად, “ახალი დიასპორა”, ძირითადად, აღმოსავლეთ-სომხურად საუბრობს. თუმცა, აქაც არ არის ყველაფერი მარტივად: თავად სომხეთში არის რეგიონები, სადაც “დასავლურ-სომხურ” დიალექტზე საუბრობენ, ირანის სომხები კი, ვისი წინაპრებიც ჯერ კიდევ შაჰ აბასის მიერ იყვნენ გადახვეწილი მე-17 ე საუკუნეში, – აღმოსავლურ-სომხურად.

ყოველივე ეს მკითხველს, შესაძლოა, რთულად მოეჩვენოს. თუმცა ნამდვილი სირთულეები მაშინ დაიწყება, თუ სომხური დიასპორის პოლიტიკურ განშტოებებში გარკვევას შევეცდებით.

სომხური სათვისტომოების დიდ ნაწილში არსებობს დაყოფა პარტია დაშნაკცუტიუნისა და მათი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერებს შორის, რომელიც, თავის მხრივ, ორი სხვა პარტიის Hnchakyan და Ramkavar მხარდამჭერებს და ასევე უპარტიოებს აერთიანებს. ეს განშტოებები ჯერ კიდევ 1920-1930 წლებიდან არსებობს და საბჭოთა სომხეთთან ურთიერთობების საკითხთანაა დაკავშირებული: დაშნაკცუტიუნი საბჭოთა რეჟიმთან ნებისმიერი კონტაქტის წინააღმდეგი იყი, მისი მოწინააღმდეგე ბანაკი კი საბჭოთა სომხეთთან თანამშრომლობის იდეას მხარს უჭერდა.

ბუნებრივია, ამჟამად ყველაფერი ეს არ არის აქტუალური, თუმცა, ეს დაყოფა კვლავაც არსებობს. მეტიც, ის რელიგიის სფეროზეც გავრცელდა. დიასპორაში არსებობს ეჩმიაძინის კათოლიკოსატის და ანტილიასის [ლიბანი] კათალიკოსატის მრევლი. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სომხეთის დიასპორას შორის ბევრი პროტესტანტი და კათოლიკეა, ბოლო დროს საკუთარ თავს ბევრი სომეხ-მუსლიმადაც აცხადებს – ისლამ მიღებული სომხების შთამომავლები, რომლებიც უწინ თავს ქურთებად ან თურქებად მიიჩნევდნენ.

ეიფორია და უმედგაცრუება: დიასპორა და სომხეთის დამოუკიდებლობა

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საკმაოდ რთულია სომხურ დიასპორაზე, როგორც ერთიან ორგანიზმზე საუბარი. ამის მიუხედავად, სომხური დიასპორისა და პოსტაბჭოთა სომხეთის ურთიერთობებში გარკვეული ტრენდები შეინიშნება.

სომხეთში დამოუკიდებლობისთვის მოძრაობაზეპირველი რეაქცია დიასპორაში საკამოდ თავშეკავებული იყო. ბევრი შიშობდა, რომ მოსკოვისგან გათავისუფლებით სომხეთი ერთი-ერთზე დარჩებოდა მისთვის არაკეთილგანყობილ თურქეთთან. ამის მიუხედავად, როდესაც 1991 წელს სომხეთი დამოუკიდებელი გახდა, ეს სიფრთხილე ეიფორიამ შეცვალა: ის, რაც ბევრს აუხდენელ ოცნებად მიაჩნდა, რეალობა გახდა.

მალევე ყარაბაღის კონფლიქტის დაწყება ასევე გახდა დიასპორაში პატრიოტული განწყობების გაზრდის ფაქტორი. ბევრი სომეხი ამ განწყობების გავლენით სომხეთში ჩამოვიდა. ზოგიერთი ყარაბაღის ომის მონაწილე და ცნობილი მეთაური გახდნენ, მაგალითად, ლეგენდარულ ფიგურად ქცეული კალიფორნიელი სომეხი და ბერკლის კურსდამთავრებული მონტე მელკონიანი, რომელიც ყარაბაღში დაიღუპა. დამოუკიდებელი სომხეთის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი რაფი ჰოვანისიანი ან პირველი პრეზიდენტის მრჩეველი ჟერარ ლიბარიდიანი კი პოლიტიკით დაკავდნენ. იყვნენ ასევე დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც ბიზნესით ან ქველმოქმედებით დაკავდნენ.

ამის მიუხედავად, მასობრივი რეპატრიაცია არ მომხდარა. მეტიც, 1990 წლების შუიდან დიასპორიდან ბევრი სომეხის კარგი განწყობა იმედგაცრუებით შეიცვალა. 

არანაკლები როლი ითამაშა ფართომასშტაბიანმა კორუფციამ, რომლის გამო ბევრმა სომეხმა დიასპორიდან სომხეთში ინვესტიციების ჩადებაზე უარი თქვა.

საკუთარი როლი ითამაშა პოლიტიკურმა ფაქტორმაც: ტერ-პეტროსიანის ხელისუფლება მწვავე კონფლიქტში შევიდა დაშნაკციუტუნის პარტიასთან, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა დიასპორაში. ტერ-პეტროსიანის მცდელობებმა, თურქეთთან ურთიერთოების დალაგებაზე, დიასპორაში ბევრ სომეხის მხარდაჭერა წაართვა. დიასპორის შიგნით მრავალრიცხოვანი განსხვავებების გათვალისწინებით, გენოციდის საერთაშორისო აღიარების მოთხოვნა ხშირად ხდება ერთადერთი მაკონსოლიდირებელი მომენტი, ამიტომაც თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დიასპორის დიდი ნაწილისთვის ნეგატიურად აღიქმება.

ტერ-პეტროსიანის წასვლასთან ერთად 1998 წელს, თითქოს ახალი შესაძლებლობები გაჩნდა თანამშრომლობისთვის. ტერ-პეტროსიანის შემცვლელმა რობერტ კოჩარიანმა სახელისუფლებო კოალიციის შემადგენლობაში პარტია დაშნაკციუტუნი შეიყვანა, ასევე საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში გენოციდის აღიარება შეიტანა, რითაც დიასპორაში ბევრის სიმპატია დაიმსახურა.

სომხეთის ხელისუფლებამ დიასპორიდან ინვესტიციების მოზიდვა ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა და გარკვეულწილად ეს მოახერხა კიდეც. მაგალითად, არგენტინელმა მაგნატმა ედუარდო ერნეკიანმა ფული ერევნის აეროპორტის მოდერნიზაციაში ჩადო, ამერიკელმა მილიარდერმა კერკ კერკორიანმა სომხეთში მრავალმილიონიანი ინფრასტრუქტურული პროექტები დააფინანსა.

თუმცა, დიასპორასთან მიმართებაში “თაფლობის თვე” ამჯერად დიდხანს არ გაგრძელებულა. სომხეთში კორუფციასთან შეჯახების შემდეგ ბევრმა ინვესტორმა და დონორმა საკუთარი პროექტები დახურა. კერკორიანმაც საბოლოოდ შეწყვიტა საქველმოქმედო საქმიანობა სომხეთში, მისი ფონდი კი აშშ-ში სომხურ დიასპორასთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსებაზე გადავიდა.

ხელისუფლებაში სერჟ სარგსიანიას მოსვლის შემდეგ დიასპორასთან დაკავშირებით ახალი სირთულეები გაჩნდა. კერძოდ, ბევრს არ მოეწონა დიასპორაში სერჟ სარგსიანის ინიციატივა თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის კუთხით, რაც გენოციდის აღიარების აქტიურ კამპანიაზე უარს ნიშნავდა. მართალია, სომხურ-თურქული პროტოკოლები ქაღალდზევე დარჩა. სარგსიანისთვის არაპოპულარული აღმოჩნდა არჩევნების ფალსიფიკაციაში დადანაშაულებაც. განსაკუთრებით მტკვინეულად იყო აღქმული 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც სარგსიანის მთავარი კონკურენტი უკვე ნახსენები რაფი ოვანისიანი იყო, რომელიც დიასპორაში ბევრისთვის “თავისიანად” იყო მიჩნეული.

უკიდურესობიდან პრაგმატიზმამდე: ახალი ბალანსი სომხეთისა და დიასპორის ურთიერთობებში

იმის მიუხედავად, რომ ბევრი პრობლემა დიასპორასთან მიმართებაში არ იყო გადაჭრილი, ვხედავთ როგორ ფორმირდება გარკვეული „მოქმედების ხერხი“  სომხეთსა და დიასპორას შორის. მხარეები თანდათანობით თავს აღწევენ  უკიდურეს მოთხოვნებსა და ნეგატიურ სტერეოტიპებს, და იწყებენ ერთმანეთის მიღებას. რეალობის ადეკვატურ აღქმასთან ერთად უფრო ადეკვატური ხდება კომუნიკაციაც. თანამშრომლობა კი –  ეფექტური. ამ ყველაფერს თაობების შეცვლაც ეხმარება. სომხეთშიც და დიასპორაშიც ახალი თაობა გაიზარდა, რომელიც თავისუფალია ბევრი სტერეოტიპისგან და კომპლექსისგან, რომელიც მათი მშობლების თაობისთვის იყო დამახასიათებელი. კონტაქტების დამყარებას ახალი ტექნოლოგიებიც ეხმარება. სომხეთი დღეს, ყველა პრობლემის გათვალისწინებით, ბევრად უფრო კომფორტულია საცხოვრებლად, ვიდრე 1990-იან წლებში, ასე რომ რეპატრიაცია უფრო მიმზიდველი გახდა, ვიდრე წინა წლებში. სულ უფრო მეტი სომეხი ბრუნდება საცხოვრებლად სომხეთში, ან უკიდურეს შემთხვევაში, “ისტორიულ სამშობლოსა” და ძირითად საცხოვრებელ ქვეყანას შორის დროს ანაწილებენ.

ცვლილებებია სომხეთში პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში დიასპორის განწყობებში. წინა წლებში გავლენიანი სომეხი მოღვაწეები დიასპორიდან ავლენდნენ მცირე ინტერესს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა დემოკრატიის მშენებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა, სოციალური პროგრესი და ა.შ. ყურადღების ცენტრში იყო საგარეო პოლიტიკა, კერძოდ სომხურ-თურქული ურთიერთობები და გენოციდის აღიარება, ასევე ყარაბაღი. სწორედ სომხურ-თურქული ურთიერთობების საკითხთან იყო დაკავშირებული ძირითადი უთანხმოებები სომხეთის ხელისუფლებასთან, როგორც 1990-იანებში სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზაციის პერიოდში.

ბოლო წლებში ეს ურთიერთობები შეცვლას იწყებს. თუმცა, საგარეოპოლიტიკური თემატიკა დიასპორისთვის პრიორიტეტულად რჩება, იზრდება დემოკრატიის პრობლემებისადმი ინტერესი იზრდება, იზრდება ასევე ადამიანის უფლებების დაცვის, ეფექტური მმართველობის, კორუფციასთან ბრძოლის და სხვა საითხებისადმი ინტერესი. თუკი ადრე ეს თემატიკა გარკვეულწილად “ტაბუირებული” იყო დიასპორის წარმომადგენლებისთვის, ყოველშემთხვევაში, საჯარო გამოსვლების დროს, ბოლო წლებში სიტუაცია იცვლება.

რამდენჯერმე საკმაოდ ხისტი გამოსვლები ჰქონდა ფრანგ მომღერალს შარლ აზნავურს, რომელიც სომხეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. 2016 წელის აპრილის ომის შემდეგ ხელისუფლება ძალიან ფრთხილად გააკრიტიკა ერთ-ერთმა გავლენიანი სომეხმა რუსეთიდან, ბიზნესმენმა რუბენ ვართანიანმა, ვისი ფონდიც «IDEA» სომხეთში საქველმოქმედო პროექტებს აკეთებს. 2016 წელის შემოდგომით, ვართანიანი, აზნავური და სხვა ცნობილი სომხები იმ ღია წერილის ხელმომწერები იყვნენ, სადაც საუბარი იყო სომხეთის წინაშე მდგარ სერიოზულ გამოწვევებზე და ახალი მიდგომების საჭიროებაზე. 

რა თქმა უნდა, დისპორის წარმომადგენლებისთვის საჭიროა იპოვონ გარკვეული ბალანსი და უკიდურესობაში არ გადავარდნენ. ვინაიდან თუკი მათი აქტივობა აღქმული იქნება როგორც სომხეთის საშინაო საქმეებში ჩარევა, ამან შეიძლება არანაკლები ზიანი მოუტანოს, ვიდრე  სომხეთის შიდაპოლიტიკური ცხოვრებისსრულმა უგულებელყოფამ. ერთ-ერთი ასეთი ფორმა – არჩევნების პროცესში დამკვირვებლის რანგში მონაწილეობაა. ინიციატივა “მოქალაქე დამკვირვებელი” –  დიასპორის წარმომადგენლებსა და სომხური სამოქალაქო საზოგადოების წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 2013 წელს რამდენიმე მოხალისემ დიასპორიდან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დამკვირვებლის აკრედიტაცია მიიღო. 2017 წელს უკვე რამდენიმე ასეულმა სომეხმა დიასპორიდან სადამკვირვებლო მისიაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ისეთი “ვარსკვლავებიც” იყვნენ, როგორიცაა ჯგუფი “სისტემ ოფ ანდ დაუნის” სოლისტი სერ ტანკიანი და კანადელი რეჟისორი ატომ ეგოიანი.

რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერმა ამან რაღაც დემოკრატიული გარღვევა მოახდინა. თუმცა, ეს არის იმის მაგალითი, რომ დროთა განმავლობაში დიასპორისა და სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის ახალი ფორმები ჩნდება. ადრე თუ გვიან დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობა სომხეთში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ბრძოლაში საკუთარ ნაყოფს გამოიღებს.

სომხეთ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი