სამხრეთ კავკასიის ამბები

გასვლა აკრძალულია

10 დეკემბერი, 2016 • 2100
გასვლა აკრძალულია

გადაადგილების თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, თუმცა, არა აზერბაიჯანში, სადაც სხვადასხვა დაუსაბუთებელი მოტივით საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც ხელისუფლებას არ წყალობენ, ქვეყნიდან არ უშვებენ.

აქტივისტების, ჟურნალისტების, დამოუკიდებელი უფლებადამცველების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენგლებისთვის ქვეყნის დატოვების მასობრივი აკრძალვა 2013 წელს დაიწყო, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში.

ე.წ. თრეველ-ბანის მსხვერპლი ამის შესახებ ძირითადად საზღვარზე იგებდა. თუმცა, მესაზღვრეები მიზეზსაც არ უმარტავდნენ. ზოგიერთი ჟურნალისტი, უფლებამდაცველი იძულებული ხდებოდა, საერთაშორისო კონფერენციებზე, სხვადასხვა ღონისძიებაზე ვიზიტები გაეუქმებინა.

მაგალითად, ცნობილი ვიდეობლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი, ოსლოში გამართულ იმ ღონისძიებაზე არ გაუშვეს, სადაც ის უნდა დაეჯილდოვებინათ.

იმ ადამიანებს, ვისაც ქვეყნიდან გასვლაზე უარს ეუბნებიან, ძირითადად, მოკლე დროში აპატიმრებენ. ასეც მოხდა რასულ ჯაფაროვის, ლეილა და არიფ იუნუსების, ხადიჯა ისმალოვასას შემთხვევებში. თუმცა, ზემოაღნიშნული პერსონებიდან ზოგიერთს, რომლებიც უვეკ გაათავისუფლეს, ამჟამადაც მსგავსი შეზღუდვა აქვთ, ვერ ტოვებენ აზერბაიჯანს. ასეთი შეზღუდვა დღესაც მოქმედებს ხადიჯა ისმაილოვაზე, გამომძიებელ ჟურნალისტზე.

ქვეყნიდან გასვლაზე აკრძალვების ტალღა ამჟამად თითქოს მინელდა, თუმცა, მაინც არც ისე ცოტა რაოდენობის ადამიანი რჩება აზერბაიჯანში, რომლებიც გაურკვეველი მიზეზებით, საკუთარ ქვეყანაში კვლავ პატიმრებად რჩებიან.

ცნობილი ჟურნალისტი სევინჯ ვაგიფგიზი 2014 წელს ბაქოს აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც საქართველოში ტრენინგზე მიემგზავრებოდა. თავად ჟურნალისტს განუმარტეს, რომ meydan.tv-ზე, რომელიც გერმანიაშია ბაზირებული, დაიწყეს სისხლის სამართლის საქმე გადასახადების საკითხზე, სევინჯი კი დააკავეს როგორც ვებ გვერდის ყოფილი თანამშრომელი. მოგვიანებით, თავად სევინჯის საქმიანობა ძალიან ზედმიწევდნით იყო გადასაინჯული და რაიმე კანონდარღვევა მის საქმეში არ აღმოუჩენიათ. ამის მიუხედავად, ჟურნალისტის გაშვებას ქვეყნიდან მაინც არ აპირებენ.

თავად სევინჯი ამბობს, რომ თავს ჯარში ან ტყვედ გრძნობს. ყოველ ჯერზე, როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვევას იღებს, ახსენდება რომ აზერბაიჯანს ვერ დატოვებს.

“პირველი პერიოდი რთული იყო, ახლა უკვე შევეგუე. ვცდილობ ამაზე ბევრი არ ვიფიქრო”.

ხელისუფლების მოტივების შესახებ, არ გაუშვან ჟურნალისტები ქვეყნიდან, სევიჯი განმარტავს: ვფიქრობ, ამით დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინება სურთ, რომ არ ითანამშრომლონ თავისუფალ მედია ორგანიზაციებთან.

დიახ, მოტივები გასაგებია. მას შემდეგ რაც რადიო თავისუფლების და მეიდანის ბაქოს ოფისები დახურეს, ქვეყანაში ფაქტიურად აღარ დარჩა ხელისუფლებისგან თავისუფალი მედია. თუმცა, ხელისუფლების პრობლემა არ არის ამოწურული, რამდენდაც ოფისების დახურვის მიუხედავად, ჟურნალისტები შორი მანძილიდან მაინც თანამშრომლობენ აღნიშნულ გამოცემებთან და ინფორმაციას უგზავნიან საზღვარგარეთ ბაზირებულ მედია საშუალებებს.

გაუგებრობაშია ამჟამად, გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმალოვაც, რომელიც 11 თვიანი პატიმრობის შემდეგ კვლავ ვერ ტოვებს აზერბაიჯანს.
ხადიჯა ისმალოვა ამბობს რომ საერთოდ არ ესმის ხელისუფლების მოტივების:

“თუკი ისინი ამით მე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე სასაუბროდ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას მიკრძალავენ, ამას აზერბაიჯანიდან გაუსვლელადაც ვაკეთებ. დილით სკაიპით ერთ ღონისძიებაზე მაქვს ჩართვა, საღამოს მეორეზე. რატომ არ მიშვებენ, არ მესმის”, – მეუნება ხადიჯა ისმალოვა ფეისბუკზე მიმოწერის დროს.

ვიდეო ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვმა უკვე იმედი დაკარგა, რომ ოდესმე აზერბაიჯანიდან გასვლას შეძლებს. შეზღუდვის მიზეზს უკვე რამდენიმე წელია არავინ ეუბნება. მეჰმანი სევინჯის მსგავსად ცდილობს ბევრი არ იფიქროს ამის შესახებ და აქტიურად მუშაობს საკუთარ ვიდეობლოგზე კორუმპირებული ჩინოვნიკების მხილების შესახებ.

ჟურნალისტ აინურ ელგიუნეში ბაქოს აერპორტში 2014 წელს დააკავეს. როგორც მაშინ განუმარტეს, გადასახადების თავის არიდების გამო. ასევე, აინურს, მოწმის სტატუსი დააკისრეს meydan.tv-ს მიერ გახსნილ სისხლის სამართლის საქმეზე. მოწმისთვის გადაადგილების შეზღუდვა აზერბაიჯანის კანონმდელობის დარღვევაა, თუმცა, როგორც ჩანს, ორი წელია ეს არავის ანაღვლებს.

აინური ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ელოდა მსგავს შეზღუდვას და ყოველ ჯერზე, როდესაც აზერბაიჯანში ვიზიტების შემდეგ ჩამოდიოდა, ფიქრობდა, ეს მისი უკანასკნელი გამგზავრება იყო.

აინურისა და სევინჯის საქმეები განსახილველად უკვე გაგზავნილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

სევინჯ ვაგიფგიზი

სევინჯ ვაგიფგიზი

მეხმან გუსეინოვი

მეხმან გუსეინოვი

აინურ ელგიუნეში

აინურ ელგიუნეში

ხადიჯა ისმაილოვა

ხადიჯა ისმაილოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი