სამხრეთ კავკასიის ამბები

საბერიო – რეპორტაჟი გალის რაიონის სოფლიდან

3 დეკემბერი, 2016 • 5565
საბერიო – რეპორტაჟი გალის რაიონის სოფლიდან

მდინარე ენგურიდან 11 კილომეტრში, სოფელ საბერიოში, ან როგორც მას მეგრულად ადგილობრივები ჩეგალს, ანუ თეთრ მდინარეს უწოდებენ, ყველაზე არათავისუფალი ხალხი ცხოვრობს. ჩეგალი იმ მდინარის სახელია, რომელთანაც სოფელია გაშენებული. წყალი მდინარეში რძისფერი და ცივია. მდინარის პირას სამსართულიანი სახლებია გაშენებული, რომელთაც ფანჯრების ნაცვლად, დიდი ხვრელები მოუჩანს.

საბერიო; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

საბერიო; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

მოსახლეობის 60%-მა აქაურობა ჯერ კიდევ ქართულ-აფხაზური ომის დროს დატოვა. თითქმის ყველა მათგანი დღეს საქართველოში ცხოვრობს. აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილ 40%-ს კი, საქართველოს მოქალაქეობა აქვს. ნაწილს – ასევე, აფხაზეთის და რუსეთის. სწორედ სამივე პასპორტის ქონა უზრუნველყოფს, მათ, ასე თუ ისე ნორმალურ ცხოვრებას.

როგორც საბერიოს მკვიდრი ნათელა [გვთხოვა, ნამდვილი სახელი არ გამოვაქვეყნოთ] ამბობს, ქართული პასპორტი ე.წ. დევნილის სტატუსს უზრუნველყოფს, რომლის შესაბამისად, ის საქართველოს ბიუჯეტიდან მატერიალურ დახმარებას იღებს, აფხაზური პასპორტით ხელფასის აღება შეუძლია, რუსეთის პასპორტით კი, თავისუფლად გადაადგილდება მდინარე ფსოუს გავლით ნათესავებთან სოჭსა და მოსკოვში.

ნათელას მეზობელი, დეიდა მარია [მისი სახელის შეცვლაც მოგვიწია] პენსიონიერია და სამ – ქართულ, აფხაზურ და რუსულ პენსიას იღებს – 230 ლარს, 500 რუბლს [დაახლოებით, 8 აშშ დოლარი] და 7000 რუბლს [117 აშშ დოლარი]. პენსიის გარდა მისი შემოსავლის წყარო მცირე ბიზნესია.

სამი პასპორტის მიუხედავად, ჩეგალელები ისე ცხოვრობენ, როგორც ოკეანეში კუნძულზე. სატრანსპორტო მიმოსვლა განადგურებული გზების გამო გართულებულია.

2016 წლის 20 ნოემბრიდან საბერიო სასაზღვრო ზონას მიაკუთვნეს. შესაბამისად, აღნიშნული ზონა აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 20 კილომეტრით გაფართოვდა.

საბერიო; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

საბერიო; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

საბერიო; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

საბერიო; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

საბერიო; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

საბერიო; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

საბერიო; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

საბერიო; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

ახლა აქ მოსახვედრად, აფხაზეთის მოქალაქემაც კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საშვი უნდა მოიპოვოს. ამის შესახებ ჩვენ მხოლოდ მაშინ შევიტყვეთ, როდესაც ენგურის ხიდს მივუახლოვდით და სოფლის გზაზე გადავუხვიეთ. სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა მანქანა გაგვაჩერებინეს, საბუთები მოგვთხოვეს, ჩვენი პასპორტების მონაცემები ჩაიწერეს და გაგვაფრთხილეს, რომ 20 რიცხვიდან საშვის გარეშე აქ უკვე ვეღარ გავალთ.

ოფიციალური შეტყობინებები მედიაში ამ საკითხზე არ ყოფილა. მოგვიანებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისგან შევიტყვე რომ “ტერორისტული საფრთხის გამო განსაკუთრებული კონტროლის ზონა ეროვნული უსაფრთხოების მიზნით” გააფართოვეს. ამჟამად, თავისუფლად შესვლა და გამოსვლა სოფლიდან მხოლოდ ადგილობრივი ჩაწერის დამადასტურებელი საბუთით შეიძლება. თუმცა, ასეთი საბუთი სოფლის ყველა მცხოვრებს მაინც არ აქვს.

მაგალითად, ლიას ორი შვილი ჰყავს, ერთი, რომელიც ენგურჰესში მუშაობს, თბილისში სწავლობდა, ამიტომაც მხოლოდ ქართული პასპორტი აქვს. აფხაზურ პასპორტთან ერთად, ვერც სამხედრო ბილეთის მიღებას შეძლებს. საქართველოში შესვლა ენგურჰესსზე მუშაობის წყალობით შეუძლია. ასეთი შესაძლებელობა ენგურჰესის ყველა თანამშრომელს აქვს. აი,აფხაზეთის გზა კი მისთვის დაკეტილია, იმის მიუხედავად, რომ ფაქტიურად აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს.

მისი უმცროსი ძმა ასევე, საქართველოს მოქალაქეა. უმაღლესი განათლება საბანკო საქმის სპეციალობით, ძმის მსგავსად თბილისში მიიღო. თბილისში სამსახური, როგორც ამბობს, ვერ იშოვა და იძულებული გახდა, მშობლიურ სოფელში დაბრუნებულიყო, სადაც რეპეტიტორობა დაიწყო. ადგილობრივ მოსწავლეებს მათემატიკას და ფიზიკას ასწავლის. სამუშაო დღეების გარდა, შაბათ-კვირისაც მუშაობს. გალის რაონის გარდა, სხვა წასასვლელი მაინც არ აქვს.

“25 წლის ვარ და გალის, თბილისისა და სოხუმის გარდა სხვაგან ნამყოფი არ ვარ. ლეგალურად არც საქართველოს საზღვრის გადაკვეთა შემიძლია, არც რუსეთის. ბევრი გვესმის ადამიანის უფლებაზე თავისუფლად გადაადგილების შესახებ საკუთარ ქვეყანაში და მის გარეთაც, თუმცა, სად არის ჩემი ქვეყანა, არ ვიცი”, – მეუბნება ლიას უმცროსი შვილი, რომელიც იმედს მაინც არ კარგავს, რომ სიტუაცია შეიცვლება.

ჩეგალის თითქმის ყველა 30 წლამდე ასაკის მცხოვრები იდენტურ სიტუაციაშია, ისინი არც საქართველოში ჭირდებათ, არც აფხაზეთში. ისინი არც ისე ბევრნი არიან, დაახლოებით, 20-ნი. მათ უმრავლესობას კარგი განათლება აქვს, თუმცა, სოფელში, რომელიც მხოლოდ ორი ქუჩისა და სამი მაღაზიისგან შედგენა, სამსახურის მოძებნა თითქმის შეუძლებელია.

საბერიო; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

საბერიო; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

საბერიო; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

საბერიო; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

საბერიო; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

საბერიო; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

“ადრე ენგურჰესზე სამსახურის დაწყების იმედი გვქონდა ხოლმე, მაგრამ დღეს, პირიქით, იქაც ამცირებენ თანამშრომლებს. ყველას გვეშინია, რომ ჩემს ქმარსაც დაითხოვენ. არადა, მისი ხელფასით ვცხოვრობთ. ტელევიზორში ყოველდღე გვესმის, რომ ცხოვრება უკეთესი ხდება. ერთი და იგივეა ყველა არხზე, გინდ ქართული ტელევიზიები აიღე, გინდა რუსული”, – ამბობს ლია.

ყველა ჩეგალელს ოჯახში ორი თანამგზავრული ანტენა აქვს. ერთი რუსული, მეორე თურქული, ქართული და აფხაზური არხების საყურებლად.

საბერიო; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

საბერიო; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

“ცხოვრება კი უკეთესი არ ხდება. სამჯერ მეტის გადახდა გიწევს საქართველოდან აფხაზეთში საქონლის ჩამოსატანად. ენგურზე ჯერ ქართველ მესაზღვრეებს ვუხდით, მერე აფხაზებს, მერე რუსებს, რომ შებრუნდნენ და ჩვენი საქონელი არ შეიმჩნიონ. ვისაც ფული აქვს, უჩინრები ხდებიან და სულაც არ აღელვებთ საზღვრები. ჩვენ კი პოლიტიკოსებს მივჩერებივართ, რომლებიც ყოველდღე გვარწმუნებენ, რომ დადგება კარგი ცხოვრება. ჩვენ არ გვინდა კარგი ცხოვრება, თავისუფლება გვინდა, მაშინ კი, ყველაფერსაც ჩვენით შევძლებთ”.

საბერიო; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

საბერიო; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

ბიოლი

—————————————————————————————————————————————-

გალის რაონის საზღვრისპირა სოფლებზე, მათ შორის საბერიოზე, თბილისმა კონტროლი 2008 წლის შემდეგ დაკარგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი