სამხრეთ კავკასიის ამბები

რუსული სამხედრო თვითმფრინავის მგზავრთა ცხედრებს აფხაზეთშიც ეძებენ

26 დეკემბერი, 2016 • 2151
რუსული სამხედრო თვითმფრინავის მგზავრთა ცხედრებს აფხაზეთშიც ეძებენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, 25 დეკემბერს ჩამოვარდნილი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მგზავრების ცხედრებს აფხაზეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში ეძებენ.

დე ფაქტო რესპუბლიკის აღნიშნული უწყების მინისტრის მოადგილის, ტიგრან დელიბალტიანის განცხადებით, სამძებრო პროცესში აფხაზეთის ორი კატერი და დამატებით 50 ადამიანი მონაწილეობს, რომელიც ცხედრებს გაგრის ტერიტორიაზე, ზღვაში და ნაპირზე ეძებს.

რუსეთის ფედერაციის სამხედრო თვითმფრინავი ТУ-154 2016 წლის 25 დეკემბერს სოჭის აეროპორტიდან სირიაში მიფრინავდა. თვითმფრინავის ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის რუსეთის ფედერალური ტელევიზიების ჟურნალისტები და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ალექსანდროვის სახელობის ანსამბლის არტისტები, რომლებიც სირიაში მყოფი რუსი სამხედრო დანაყოფისთვის საახალწლო კონცერტის გამართვას გეგმავდნენ. მგზავრთა შორის იყო, ასევე, საქველმოქმედო ორგანიზაციის “სამართლიანი დახმარება” ხელმძღვანელი ლიზა გლინკა, რომელიც საზოგადოებისთვის დოქტორ ლიზას სახელით იყო ცნობილი. ავიაკატასტროფამდე ის რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უფლებადამცველობითი საქმიანობისთვის სახელმწიფო პრემიით დააჯილდოვა.

სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს.

ფოტო: sputnik

ფოტო: sputnik

მასალების გადაბეჭდვის წესი