სამხრეთ კავკასიის ამბები

დაძაბული საარჩევნო გარემო და არჩევნები სომხეთში

6 ოქტომბერი, 2016 • 1620
დაძაბული საარჩევნო გარემო და არჩევნები სომხეთში

2016 წლის 18 სექტემბერს სომხეთის 317 თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები გაიმართა. 3 ოქტომბერს კი 373 -ში, მათ შორის რესპუბლიკის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქებში – გიუმრი და ვანაძორი.

საარჩევნო გარემო დაძაბული იყო – მას ახლდა ცემისა და ჩხუბის ფაქტები, ასევე ცივი იარაღით დაჭრის დროს, ერთი მოქალაქე დაიღუპა – 20 სეტემბერს გიუმრის მერობის კანდიდატის ვარდევან გრიგორიანის შვილის ცხედარი იპოვეს.
თუმცა, ოფიციალური განცხადებით, საქმე სიუციდს შეეხებოდა, თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მისი სიკვდილი წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ აგიტიაციას უკავშირდებოდა.

გიუმრის ინციდენტის დროს მმართველი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ლიდერობდა. რეიტინგით მომდევნო ადგილზე კი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია “აღორძინებული სომხეთის” კანდიდატი ვარდევან გრიგორიანი იყო. მისი შვილი მკვდარი 19 სექტემბერს მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან დაპირისპირებიდან მეორე დღეს იპოვეს.

ამ ინციდენტის შემდეგ გიუმრიში ყველა პარტიამ წინასაარჩევნო აგიტაცია შეწყვიტა. არსებობდა მოლოდინი, რომ ინციდენტის შემდეგ ვარდევან გრიგორიანი არჩევნებში მონაწილეობას გამოეთიშებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა.

“ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დასრულებულა და ჯერ კიდევ უცნობია მისი გარდაცვალების მიზეზი.

ამ ფაქტის მიუხედავად, ვარდევან გრიგორიანმა ბრძოლა განაგრძო და ჩვენ ყველანი გავხდით იმის მოწმე, რომ პარტიამ, რომელსაც ის წარმოადგენდა ქალაქის საბჭოში მეორე ადგილი დაიკავა. რამდენად იყო ეს ფაქტი დაკავშირებული არჩევნებთან, რთულია თქმა, თუმცა, გიუმრიში იყო უსამართლო და არაჯანსაღი საარჩევნო კამპანია. ეს ფაქტია”, – ამბობს პარტია “ნათელი სომხეთის” საბჭოს მდივანი მანე თანდილიანი.

პარტია “ნათელი სომხეთი” ასევე მონაწილეობდა არჩევნებში. ის გაერთიანებული იყო ერთ ბლოკში პარტია “გალასთან”, რომელიც გიუმრის ამავე სახელწოდების ტელეკომპანიის თანამშრომლებმა დააფუძნეს. ეს პოლიტიკური ძალა გიუმრიში მეოთხე ადგილზე გავიდა. პარტიის მმართველობის წევრის, ჟურნალისტ არმენუი ვარდანიანის განცხადებით, 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2016 წლის არჩევნები ერთგვარი ტესტი იყო, სომხეთის კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შემდეგ.

“გიუმრი და ვანაძორი საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო. ამ ორ ქალაქში რამდენიმე წლის განმავლობაში ნაჩვენებმა ხელისუფლების შედეგებმა მოლოდინი შექმნა, რომ ახლა მაინც შეიცვლებოდა ვითარება და ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ჯგუფი მოვიდოდა. ეს არჩევნები მართლაც გამოცდა იყო ხელისუფლებისთვის, რომელმაც აჩვენა, თუ როგორ უნდა მიიღო კანონი საკუთარი შეხედულებით და როგორ უნდა შექმნა მანდატების სასურველი რაოდენობა. უფრო მართებული იქნებოდა, საარჩევნო კოდექსში იმის ჩაწერა, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად რესპუბლიკური პარტია გაიმარჯვებს ხოლმე”, – ამბობს ოპოზიციური პარტიის წევრი.

გიუმრში არჩევნების შედეგებით მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე გასული პარტიები გაერთიანდნენ და ამგვარად, 33 -დან 18 მანდატი მიიღეს. ანუ სწორედ ოპოზიციას უნდა გადაეწყვიტა ვინ გახდებოდა გიუმრის ქალაქის მერი, თუმცა, რესპუბლიკურმა პარტიამ მაინც გაიმარჯვა.

“ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსის 141-ე მუხლი თავის სასარგებლოდ ამოატრიალა, ანუ თუ მეოთხე პუნქტის შესაბამისად, მანდატების განაწილება სრულდება და შემდეგ მეხუთე პუნქტზე ხდება გადასვლა, ხელისუფლებამ შეცვალა და გადაადგილა ეს პუნქტები. მათ გადაწყვიტეს ორი მანდატის ოპოზიისთვის წართმევა და 17 ხმით მერის დანიშვნა. მომხდარი პრიმიტიული ქურდობა”, ამბობს არმენიუ და ამატებს, რომ მომხდარს სასამართლოში ასაჩივრებენ.
ვანაძორში კი არჩევნებმა სხვანაირი სურათი შექმნა.

“3 ოქტომბრის ღამეს, როდესაც რესპუბლიკური პარტია თავის შეუმდგარ გამარჯვებას ზეიმობდა, “ნათელი სომხეთის” პარტიაში შეიტყვეს რომ ოპოზიციას ჯამში 18 მანდატი, ხელისუფლებას კი 15 მანდატი ჰქონდა. მეორე დღესვე მივმართეთ ოპოზიციურ პარტიებს, რომ მერობის ერთი კანდიდატი დაესახელებინა ოპოზიციურ ძალებს. ეს აქტი მემორანდუმით გაფორმდა”, – ამბობს მანე თანდილიანი.

თუმცა, მემორანდუმის შემდეგ, ზოგიერთმა დაარღვია პირობა. როდესაც მერობის ორი კანდიდატიდან ერთის არჩევა ხდებოდა, ხმების უმრავლესობა ხელისუფლების კანდიდატმა მიიღო.
გამოდის, რომ ამომრჩეველმა ოპოზიცია აირჩია და ოპოზიციამ თავისივე ხელით გამარჯვება ისევ ხელისუფლებას უბოძა. ამჟამად, პარტიები მოღალატეთა ძიების პროცესში არიან.

პარტია “ნათელი მომავალი” საბჭოში გამართული კენჭსყრის ბოიკოტის წინადადებით გამოვდა. თუმცა, ბოიკოტს მხარი არ დაუჭირა ორმა ოპოზიციურმა პარტიამ.

“ვფიქრობ ეს ადამიანები, ვინ მონაწილეობდა კენჭისყრაში, სულ მცირე პარტიიდან უნდა გარიცხონ და შემდეგ სამართალდამცავებს მიმართონ იმის გამოსაძიებლად, თუ რამ აიძულა ისინი ხელისუფლების კანდიდატი აერჩიათ”, – ამობს მანე თანდილიანი.

თითქმის ყველა თემში, სადაც არჩევნები გაიმართა, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

სომხეთში თითქოს ისეთი სიტუაციაა შექმნილი, სადაც მმართველი პარტია დაუმარცხებელია. ყველა, ვინც კი ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ, იძულებული ხდებიან გაჩუმდნენ, თამაშიდან გავიდნენ. თამაშის გარეთ რჩება ასევე მედია.
“მედიაზე ზეწოლა ყველაზე საშიში რამეა, რასაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზას აჩერებს. ეს აჩვენებს, რომ დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების არმქონეთა პარლამენტი სომხეთისთვის კიდევ უფრო კატასტროფულია”, – ამბობს მანე თანდილიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი