სამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღელი მეწარმის “სასმელები არწახიდან”

2 ნოემბერი, 2016 • 2083
ყარაბაღელი მეწარმის “სასმელები არწახიდან”

“სასმელები არწახიდან” – ასე ჰქვია მთიან-ყარაბაღში წარმოებულ პროდუქციას, რომელიც ყარაბაღის გარდა, სომხეთშიც იყიდება. მსგავი წარმოებები ყარაბაღში ცოტაა, თუმცა ბიზნესის გაფართოებისთვის მთიანი ყარაბაღის ბანკები ადგილობრივ მეწარმეებს კონფლიქტური ზონის გამო კრედიტებს არ აძლევენ.

პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგმა მელსონ სარქსიანმა, რომელიც ოჯახთან ერთად წლების წინ სომხეთში ცხოვრობდა, 90-იან წლებში ყარაბაღში ჩამოსვლა გადაწყვიტა. მაშინ სამშობლოში მთელი ოჯახი დაბრუნდა.

ყარაბაღის ომის შემდეგ, 1996 წელს, მესლონი საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც არაერთი წარმატებული საოჯახო ბიზნესის გამოცდილებას გაეცნო. ცოტა ხანში კი უკან, ყარაბაღში დაბრუნდა და მცირე საწარმოს გახსნა გადაწყვიტა. გადაწყვეტილების მიღებიდან მის რეალიზაციამდე წლები გავიდა და მხოლოდ 2004 წელს შეძლო საწარმოს დაფუძნება, რომელიც ღვინოსა და ლიმონათს აწარმოებდა.

რამდენიმე წლის შემდეგ უარი თქვა ლიმონათის წარმოებაზე და ადგილობრივი მაყვლისგან, შინდისგან და ქაცვისგან, მოგვიანებით კი, კომშისგან და ქლიავისგან ნატურალური წვენების წარმოება დაიწყო. დღეს, წვენების გარდა, საწარმოში ღვინო – “wine of azar artsakh” და კომპოტებიც მზადდება.

პირველ წლებში საწარმო წელიწადში 2-3 ათას ბოთლს აწარმოებდა, დღეს წლიური მაჩვენებელი, ამ მხრივ, 60-70 ათასი ბოთლია. თუმცა თავად მეპატრონე მაინც საუბრობს შეზღუდულ რესურსებზე.

12 წლის წინ, როდესაც მცირე ბიზნესს იწყებდა, 12 წლის ტყუპი შვილი ჰყავდა, დღეს სწორედ ისინი ეხმარებიან მამას საოჯახო ბიზნესის გაფართოებაში – ერთი შვილი ღვინის, მეორე კი წვენების წარმოების მიმართულებით მუშაობს.

საწარმო სტეპანაკერტის გარეუბანში მდებარეობს და იქ ექვსი ადამიანია დასაქმებული.

საწარმოს ხელმძღვანელის თქმით, საქმეში ექვსივე თანამშრომელია ჩართული, თავად კი მხოლოდ მენეჯერი და მაკონტროლებელია, “რომ პრობლემები არ წარმოიშვას”.

“ბევრია ხელით სამუშაო, ამიტომაც პროდუქციის თვითღირებულება მაღალია. საქონელი დისტრიბუციის სამსახურს მიაქვს, ამიტომაც მომხმარებელი მას იაფად ვერ ყიდულობს”. იმისთვის, რომ თავისი რამდენიმე საფირმო მაღაზია გახსნას, როგორც ამბობს, ინვესტიცია სჭირდება.

მელსონ სარქსიანი უკმაყოფილოა წარმოების მოცულობითაც. ამბობს, რომ ყარაბაღის გარეთ  მის პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია, თუმცა გაფართოებისთვის დიდი ფინანსური ინვესტიცია სჭირდება, რომელიც მას არ აქვს, ბანკი კი რთულად გასცემს კრედიტებს.

ყარაბარში საბანკო კრედიტების საკითხი ყარაბაღ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების პერიოდულ გამწვავებასთანაა კავშირში. ეს ბანკებს აიძულებს, მსხვილი პროექტების დაფინანსებაზე უარი თქვან. კრედიტის აღების შესახებ განცხადებაზე სარქსიანსაც უარი უთხრეს. მიზეზი, ამ შემთხვევაშიც, მაღალი რისკებით ახსნეს.

ამის მიუხედავად, მელსონ სარქსიანი აგრძელებს მუშაობას, ივლისიდან სექტემბრამდე ყიდულობს და ასაწყობებს ნედლეულს. ამბობს, რომ საქონლის მოცულობაც სწორედ ნედლეულის რაოდენობაზე დამოკიდებული.

“ნედლეული მაქსიმალურად ახალი უნდა იყოს, რამდენადაც წვენების ვარგისიანობის ვადა ერთი წელია, მომხმარებელი არ უნდა დაზარალდეს”.

ნატურალური წვენებისთვის მხოლოდ ყარაბაღში მოყვანილ ხილს იყენებს, კომპოტებისთვის კი, სომხეთიდანაც ჩამოაქვს.

ერთი ბოთლი წვენის ფასი 280 დრამია [0,58 აშშ დოლარი]. ბიზნესმენის თქმით, უფრო იაფად მხოლოდ არანატურალური წვენის შოვნა შეიძლება ბაზარზე. “არწახის სასმელებზე” მუდმივი მოთხოვნაა ყარაბაღშიც და სომხეთშიც. მელსონს სურს რომ ყარაბაღის პროდუქციის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს და გარე ბაზრებზეც გავიდნენ.

ბოლო დროს პროდუქცია რუსეთის ქალაქებში – ტულასა და ყაზანშიც გააქვთ. ყველაზე დიდი ბაზარი კი მაინც სომხეთია, ყარაბაღში მაღაზიების პარალელურად პრუდუქციას “ბისტრო” და სამწვადეებიც ყიდულობენ.

სომხეთის ბაზარზე წვენების პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ “არწახის სასმელები” პერიოდულად სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენებზე მონაწილეობა, როგორც ბიზნესმენი ამბობს, სახელმწიფო უზრუნველყოფს.

თუმცა ეს არ არის საკმარისი ყარაბარში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. მესლონ სარგსიანი კოლეგებსა და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს: სურს, რომ მსგავსი საქმით დაკავებული კომპანიები ერთი ბრენდის ქვეშ გავიდნენ ბაზარზე. ამასთან, სახელმწიფომ ბიზნესისთვის მეტი ხელშემწყობი პირობები უნდა შექმნას.

მესლონ სარქსიანის საწარმო; ფოტო: ანაიტ დანელიანი/ნეტგაზეთი

მესლონ სარქსიანის საწარმო; ფოტო: ანაიტ დანელიანი/ნეტგაზეთი

მესლონ სარქსიანის საწარმო; ფოტო: ანაიტ დანელიანი/ნეტგაზეთი

მესლონ სარქსიანის საწარმო; ფოტო: ანაიტ დანელიანი/ნეტგაზეთი

14247742_1362009410490071_1494439282_o

მესლონ სარქსიანის საწარმო; ფოტო: ანაიტ დანელიანი/ნეტგაზეთი

მესლონ სარქსიანის საწარმო; ფოტო: ანაიტ დანელიანი/ნეტგაზეთი

14215586_1362009473823398_861263387_o

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი