სამხრეთ კავკასიის ამბები

კან ტანია: აშშ-მ ჟენევაში განაცხადა, რომ ვიზების გაცემისას აფხაზებს დაბრკოლებებს არ შეუქმნის

12 ოქტომბერი, 2016 • 1323
კან ტანია: აშშ-მ ჟენევაში განაცხადა, რომ ვიზების გაცემისას აფხაზებს დაბრკოლებებს არ შეუქმნის

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანიამ 2016 წლის 4-5 ოქტომბრის ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის შემდეგ სოხუმში ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სირთულების მიუხედავად, აფხაზურ მხარეს მიღწევებიც აქვს:

“ჩვენ ასევე განვიხილეთ  აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის ბარიერების შექმნის საკითხი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში. ტრადიციულად უკმაყოფილება გამოვხატეთ იმ საკითხზე, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე უარს ამბობენ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ველით ამ საკითხის სწრაფ გადაჭრას, თუმცა, რაღაც შედეგები უკვე არსებობს, მაგალითად, აშშ-მ ჟენევაში განაცხადა, რომ აშშ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის დროს დაბრკოლებას არ შექმნის”.

აღნიშნული საკითხის შესახებ ჟენევის დისკუსიების შემდეგ ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები. გარდა ამისა, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი