სამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ ულოცავენ მედვედევს ცხინვალიდან [ვიდეო]

17 სექტემბერი, 2016 • 1702
როგორ ულოცავენ მედვედევს ცხინვალიდან  [ვიდეო]

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის მმართველი პარტიის წევრები და ვიცესპიკერი პეტრე გასიევი რუსეთის ფედერაციის პრემიერ – მინისტრს, დიმიტრი მედვედევს დაბადების დღეს [14 სექტემბერი] ულოცავენ:

“ღრმად პატივცემული დმიტრი ანატოლევიჩ, ხვალ თქვენ გისრულდებათ 51 წელი. ეს დღეს არის თქვენი დაბადების დღე. რასაკვირველია, მთელი რუსეთის ფედერაცია და, გარწმუნებთ, სამხრეთ ოსეთიც, თქვენს დაბადების დღეს აღნიშნავს. თქვენ წილად გხვდათ პატივი, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გეღიარებინათ. აქ დამსწრე დიდი და პატარა თაობა, რესპუბლიკის წარმომადგენელები, გულითადად  გიხდიან მადლობას იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთის დღესასწაულებში 26 აგვისტოც შეიტანეთ. იყავით ჯანმრთელი, ბედნიერი და გისურვებთ დიდ ენერგია იმისთვის, რომ რუსეთი აღორძინდეს “, – აცხედებენ ვიდეო მილოცვაში.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 26 აგვისტოს, როდესაც რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იყო. საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ შეწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და აფხაზეთში განლაგებულ რუსეთის ჯარებს კი საოკუპაციო ძალებად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი