სამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში ჟურნალისტები პოლიციელებს გადაღებული ვიდეომასალების წაშალაში ადანაშაულებენ

18 აგვისტო, 2016 • 1237
ბაქოში ჟურნალისტები პოლიციელებს გადაღებული ვიდეომასალების წაშალაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანელი ჟურნალისტები პოლიციელებს გადაღებული მასალების წაშალაში ადანაშაულებენ, – წერს გამოცემა კავკაზსკი უზელი.

დღეს, 18 აგვისტოს, ბაქოში პოლიციამ ჟურნალისტები, აიტაჯ ახმედოვა და ილგარ ველიევი დააკავეს და გადაღებული მასალები გაუნადგურეს. ჟურნალისტები, რომლებიც ოპოზიციურ ონლაინ-პორტალებთან თანამშრომლობენ, იმ დროს დააკავეს, როდესაც ბაქოს სააპელაციო სასამართლოსთან მოძრაობა Nida-ს წევრის, თურგუთ გამბარის დაკავების სცენას იღებდნენ.

ვიდეომასალის წაშლის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს ტექნიკა დაუბრუნეს და გაათავისუფლეს.

პოლიციამ Nida-ს წევრები, თურგუთ გამბარი და ისმი შახზადე სააპელაციო სასამართლოსთან დღეს დააკავა და შემდეგ გაათავისუფლა. ისინი 2016 წლის 12 აგვისტოს ნარკოტიკის მოხმარებისთვის ბრალდებული მათი კოლეგისა და Nida-ს წევრის, ელგიზ გახრამანოვის მხარდასაჭერად სასამართლოს შენობასთან იმყოფებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი