სამხრეთ კავკასიის ამბები

უმაღლესი განათლება აფხაზეთში და აფხაზურ ენაში ჩაჭრილი აბიტურიენტები

4 აგვისტო, 2016 • 3852
უმაღლესი განათლება აფხაზეთში და აფხაზურ ენაში ჩაჭრილი აბიტურიენტები

2016 წელს უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზე აფხაზეთში 620 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. იმის მიუხედავად, რომ მისაღებ კომისიაში განცხადებების მიღება გრძელდება, უკვე გამოიკვეთა კონკრეტული სპეციალობები, რომელზეც აბიტურიენტთა ურავლესობას სწავლა სურს, და ის სპეციალობებიც, რომელიც ნაკლებპოპულარულია.

“აფხაზეთში აბიტურიენტთა უმრავლესობას იურიდიულზე, ეკონომიკურ და ფილოლოგიის სპეციალობებზე ჩაბარება სურს. ქიმიისა და სატყეო მეურნეობის სპეციალობები კი, მათზე მოთხოვნის არარსებობის გამო საერთოდ გაუქმდა”,- განაცხადა ჩვენთან სატელეფონო ინტევიუში აფხაზეთის სახელმწიფო უნივეტრსიტეტის პრორექტორმა, ვიქტორ მალანძიამ.

მალანძია ამბობს, რომ ვისაც ფინანსური და ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს, რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში აბარებს მისაღებ გამოცდებს და სწავლასაც იქ აგრძელებს.

როგორც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი ამბობს, უნივერსიტიტში მისაღებმა გამოცდებმა აჩვენა, რომ აბიტურიენტთა მომზადების დონე მიმდინარე წელს კიდევ უფრო დაბალია.

“ბევრი ორიანი დაიწერა აფხაზურ ენაში კარნახში, ეს თვალნათლივ აჩვენებს ცოდნის დაბალ დონეს. მაგრამ ბრწყინვალე ნამუშევრებიც გვაქვს, ბევრი მედალოსანი აბიტურიენტიც გვყავს”, – ამბობს მალანძია.

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი; 2016

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების გარეშე ირიცხებიან მედალოსანი და რესპუბლიკური ოლიმპიადების გამარჯვებული აბიტურიენტები, ვინაიდან სკოლაში სწავლის დროს “ისინი თავდაუზოგავად შრომობდნენ”. შესაბამისად, მათ მხოლოდ გასაუბრების გავლა უწევთ.

აბიტურიენტმა ლანა ჩიჩბამ გუდაუთის საჯარო სკოლა დაამთავრა. ამჟამად აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის სპეციალობაზე აბარებს. ამბობს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ აფხაზეთში, სკოლაში მასწავლებლობა სურს:

“აფხაზეთში მათემატიკის ძალიან ცოტა კარგი მასწავლებელია. ვოცნებობ საკუთარი წვლილი შევიტანო ამ მიმართულებით”.

ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

გასაუბრება საგამოცდო კომისიასთან აფხაზეთის უნივერსიტეტში; აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი; 2016

გასაუბრება საგამოცდო კომისიასთან აფხაზეთის უნივერსიტეტში; აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი; 2016

ასლან ახუბამ ენერგეტიკის სპეციალობა აირჩია. აბიტურიენტი ამბობს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკისთვის ეს სფერო სულ უფრო აქტუალური ხდება და მომავალშიც პერსპექტიულად შეიძლება დასაქმდეს.

“ენგურჰესზე სპეციალისტები სჭირდებათ. როდესმე სუხუმჰესიც ამუშავდებდა და აუცილებლად დავჭირდები”, – ამბობს ასლანი.

ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი, ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება და იქ ახლა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი; 2016

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი; 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი