სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერი გადადგა

26 ივლისი, 2016 • 1393
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერი გადადგა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, არტურ მიქვაბიამ მინისტრთა კაბინეტის რიგგარეშე სხდომაზე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ინფორმაციას აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო აპსნიპრესი ავრცელებს.

“მე გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე. თქვენთან ერთად დიდ საქმე წამოვიწყე. მითუმეტეს, არასახარბიელო, საზოგადოების გახეთქილებისა და სოციალური დაძაბულობის პირობებში. არ ვფიქრობ, რომ სხვა რომელიმე ხელისუფლება უკეთესაც გაუმკლავდებოდა იმ ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტა ჩვენ მოგვიწია საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკის ბევრ სფეროში. და ეს უნდა განვიხილოთ, როგორც პოზიტივი”, “- განაცხადა მიქვაბიამ. მისივე თქმით, მის მიმართ დეპუტატ ალმას ჯაპუას მიერ წაყენებული ბრალდება პროკურატურამ სრულიად უარყო და ამ საკითხზე უფრო დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მიქვაბია აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერის პოსტზე, 2015 წლის 20 მარტს დაინიშნა, როდესაც ბესლან ბუტბა შეცვალა. ამჟამად პრემიერის მოვალეობას ვიცე პრემიერი შამილ არძინბა შეასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი