სამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის ცნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

14 აპრილი, 2016 • 1579
სოხუმის ცნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე 30 წლამდე ასაკის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

სოხუმის ცნობით, ორივე პირი ქალაქ ზუგდიდიდან არის.

“დაკავებულმა პირებმა მდინარე ენგურზე უკანონოდ გადაკვეთეს აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვარი. ოპერატიული ინფორმაციით, აღნიშნული პირების მიერ იგეგმებოდა რიგი დანაშაულების ჩადენა”, – წერია უწყების განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ ორივე პირი ნარკოტიკული ნივთირება “მეტადონის” ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ოფიციალური ინფორმაციითვე, დაკავებულებს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ, რის შემდეგაც მათ აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორში გადაიყვანენ.

აღნიშნული ფაქტის შესახებ კომენტარი ან განცხადება თბილისში ჯერ არ გაკეთებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი