სამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმმა სავიზო რეჟიმი აამოქმედა

1 აპრილი, 2016 • 1697
სოხუმმა სავიზო რეჟიმი აამოქმედა

დღეიდან, 2016 წლის 1 აპრილიდან აფხაზეთში ძალაში შევიდა სავიზო რეჟიმი იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელთანაც აფხაზეთს არ აქვს ხელი მოწერილი უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებაზე.

შესაბამისად, სოხუმის გადაწყვეტილებით, აფხაზეთში შესასვლელად ვიზები საჭირო არ იქნება მხოლოდ რუსეთის, ნიკარაგუას, ტუვალუსა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის. ეს ის ქვეყნებია, რომელთაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ.

აფხაზეთის საგარეო უწყების ცნობით, უკვე დღეიდან აფხაზეთის ვიზის მიღებაზე დიდი ნაკადია, განსაკუთრებით უკრაინის, ბელარუსისა და სომხეთის მოქალაქეების მხრიდან.

აფხაზეთის ვიზის მიღება აფხაზეთის საგარეო უწყების საკონსულო სამსახურისთვის ელექტრონულად გაგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე შეიძლება. ვიზის მოთხოვნის განხილვა 7 სამუშაო დღეში ხდება. ვიზა გაიცემა და მისი საფასურის გადახდა ხდება აფხაზეთში. ოფიციალური ცნობითვე, სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ვიზა არ ექნება, აფხაზეთს ვერ დატოვებს.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი