სამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოს აეროპორტში ყარაბაღის კონფლიქტზე დაწერილი წიგნის ავტორი დააკავეს

30 მარტი, 2016 • 1514
ბაქოს აეროპორტში ყარაბაღის კონფლიქტზე დაწერილი წიგნის ავტორი დააკავეს

დღეს, 30 მარტს, ბაქოს აეროპორტში მწერალი, ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ დაწერილი რომანის, “ქვის სიზმრების” ავტორი, აკრამ აისისლი ფრანკფურტში გაფრენამდე დააკავეს. მწერალი შვილთან ერთად ვენეციაში საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე Incroci Di Civilta მიემგზავრებოდა.

მესაზღვრეებმა მწერლის დაკავების მიზეზად მის მიერ აეროპორტში კონფლიქტური სიტუაციის შექმნა დაასახელეს.  კავკაზსკი უზელის ცნობით, აილისლი ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება.

“ქვის სიზმრები” 2012 წელს გამოიცა. მასში მოთხრობილია ბაქოს ინტელიგენციის წარმომადგენლის ცხოვრებაზე და მის ფიქრებზე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ.

რომანის გამოცემის შემდეგ  აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა აილისლი სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს. მაშინ ბაქოში აქციაც გაიმართა, რომლის დროსაც მწერალი ანტიაზერბაიჯანულ განწყობებში დაადანაშაულეს, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი, თავისი განკარგულებით, მას “სახალხო მწერლის” წოდება და პერსონალური პენსია მოუხსნა. ამის შემდეგ აილისლიმ განაცხადა, რომ სამშობლოში მისი პუბლიკაციების გამოცემას და ზოგადად ცხოვრებას შეუძლებლად მიიჩნევს, თუმცა  ამ შემთხვევის შემდეგ მწერალმა მხოლოდ ერთხელ დატოვა ქვეყანა. იგი მუდმივად აზერბაიჯანში ცხოვროდა.

რამდენიმე კვირის წინ აზერბიჯანის დატოვების უფლება იმ ჟურნალისტებსაც არ მისცეს, რომლებიც სხვადასხვა დროს კორუფციაში ხელისუფლების მამხილებელ სტატიებს ამზადებდნენ.

ბაქოს აეროპორტი; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი, მარტი, 2016

ბაქოს აეროპორტი; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი, მარტი, 2016

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი