სამხრეთ კავკასიის ამბები

ქართული ანსამბლის კონცერტი ვლადიკავკაზში აქციის ფონზე დაიწყო

25 მარტი, 2016 • 1682
ქართული ანსამბლის კონცერტი ვლადიკავკაზში აქციის ფონზე დაიწყო

ვლადიკავკაზში ქართული ანსამბლის, “რუსთავის” კონცერტი საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო.

აქციის ამსახველ ვიდეომასალას ჩრდილოეთ ოსეთის საინფორმაციო პორტალი “აბონი” ავრცელებს. აქვე ნათქვამია, რომ აქციაზე დაახლოებით 50 კაცი  გამოვიდა.  ისინი კონცერტის გაუქმებას ითხოვდნენ.

ქართული ანსამბლების, “რუსთავისა” და “ბანის” კონცერტების გამართვის წინააღმდეგ განცხადებები და მიმართვები ცხინვალში რამდენიმე კვირის წინ ზოგიერთმა პარტიამ და მოქალაქეებმა გაავრცელეს. კონცერტის გამართვის თემას პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვიც გამოეხმაურა და ხალხს ემოციების შეკავებისკენ მოუწოდა. ცხინვალში მიიჩნევენ, რომ  ქართველი არტისტების მიღება ჩრდილოეთ ოსეთში ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია.

აქცია ვლადიკავკაზში ქართული ანსამბლის კონცერტის წინააღმდეგ; ფოტო: პორტალი "აბონი"

აქცია ვლადიკავკაზში ქართული ანსამბლის კონცერტის წინააღმდეგ; ფოტო: პორტალი “აბონი”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი