სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რაუფ მირკადიროვი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

17 მარტი, 2016 • 1294
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რაუფ მირკადიროვი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

დღეს, 17 მარტს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტი რაუფ მირკადიროვი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

რაუფ მირკადიროვი 2014 წლის აპრილში სომხეთის სასარგებლოდ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწვყეტილება პირობითი სასჯელით შეუცვალა.

მირკადიროვის განცხადებით, მის წინააღმდეგ ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, ვინაიდან არ ყოფილა დაკავშირებული სომხეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურებთან. შესაბამისად, როგორც ჟურნალისტი ამბობს, ბოლომდე იბრძოლებს უდანაშაულობის დამტკიცებისთვის.

მისივე თქმით, პატიმრობაში ყოფნის დროს გარკვეული ჩვენებების მიღების მიზნით მასზე ზეწოლაც ხორციელდებოდა.

პატიმრობის 23 თვეს იგი “მძიმე გამოცდას” უწოდებს.

მირკადიროვი გეგმავს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე ჟურნალისტურ საქმიანობას დაუბრუნდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი