ახალი ამბები

ხიდაშელი: პროკურატურამ მთელი სახელმწიფო სისტემა დააყენა ეჭვქვეშ

1 მარტი, 2016 • 1817
ხიდაშელი: პროკურატურამ მთელი სახელმწიფო სისტემა დააყენა ეჭვქვეშ

თავაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, პროკურატურის გადაწყვეტილება საგარეჯოს შუალედური არჩევნების გამოძიების თაობაზე პირადად მას დისკომფორტს არ უქმნის, თუმცა ამით პროკურატურამ “მთელი სახელმწიფო სისტემა დააყენა ეჭვქვეშ”. ამ საკითხზე ხიდაშელმა რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა

“მთავარი პრობლემა, რომელიც მე პროკურატურის მიერ საქმის გამოძიებაში დავინახე, არის ის, რომ… პირივნულად მე, თინა ხიდაშელს, არა პოლიტიკოსს, არამედ როგორც ფიზიკურს პირს, აბსოლუტური კომფორტი მაქვს იმის გამო, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რადგან კიდევ ერთხელ, ახლა უკვე პროკურატურის მიერ დადასტურდება, რომ იქ არაფერი ყოფილა და ეს არის აბსურდი, ტყუილი, ცილისწამება, შეკვეთილი, დადგმული კამპანია. რა მაწუხებს მე? ამ გადაწყვეტილებით პროკურატურამ ეჭვქვეშ დააყენა მთელი სახელმწიფო სისტემა, მთელი მანქანა, რომელიც არჩევნებზე მუშაობს. თამარ ხიდაშელს ისეთი კონკურენტი ჰყავდა არჩევნებზე, რომელმაც ყველაფერი გაასაჩივრა: სპეცუბნიდან დაწყებული ბოლო შემაჯამაბელი ოქმით დამთავრებული. ყველა აქტი, რომელიც საგარეჯოს არჩევნებს ეხება, ოთხი გადაწყვეტილებითაა გამაგრებული. საოლქო კომისიის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, რაიონული სასამართლოს და საოლქო სასამართლოს. პროკურატურამ მთელი ეს სისტემა, მთელი ხაზი, რომელიც არჩევნებს ლეგიტიმაციას სძენს, ეჭვქვეშ დააყენა”, – აცხადებს ხიდაშელი.

იგი ფიქრობს, რომ საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მიიღო. ხიდაშელის აზრით,  პროკურატურის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ შეცდომაა და უფრო შორს ეს საკითხი არ მიდის. მისი თქმით, ეს იმდენად მარტივი საქმეა, რომ ვინმეს მისი პასუხისგებაში მიცემა რომ მართლა სურდეს, ამ საქმეს არ გამოიყენებდა.

დეპუტატ გოგი თოფაძის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე, რომელიც “თინა ხიდაშელის მიერ საგარეჯოს შუალედური მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებას ეხება”, პროკურატურამ გამოძიება გასულ კვირას დაიწყო. არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის წევრმა თამარ ხიდაშელმა პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი ირმა ინაშვილი დაამარცხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი