ახალი ამბები

ლევან გაჩეჩილაძემ საჯარო რეესტრს “მაესტროს” დირექტორად დარეგისტრირების თხოვნით მიმართა

9 თებერვალი, 2016 • 1188
ლევან გაჩეჩილაძემ საჯარო რეესტრს “მაესტროს” დირექტორად დარეგისტრირების თხოვნით მიმართა

ლევან გაჩეჩილაძემ საჯარო რეესტრს მისი, როგორც “მაესტროს” გენერალური დირექტორის რეგისტრაციის თხოვნით მიმართა. გაჩეჩილაძის განცხადება რეესტრში 17:58 საათზე შევიდა, ხოლო 18:01 საათზე მან უწყებას დამატებითი დოკუმენტაცია წარუდგინა.

განცხადებაზე საჯარო რეესტრს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

ლევან გაჩეჩილაძე “მაესტროს” გენერალური დირექტორის პოზიციაზე პარტნიორთა კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით აირჩიეს.

ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლები აცხადებენ, რომ სასამართლო დავის დასრულებამდე “სტუდია მაესტროს” დირექტორის [ლევან გაჩეჩილაძის] განკარგულებებების შესრულებას არ გეგმავენ. დავის საგანია პარტნიორთკრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი