ახალი ამბები

Amnesty International: რელიგიური გრძნობების შესახებ კანონპროექტი სიტყვის თავისუფლებას ძირს უთხრის

5 თებერვალი, 2016 • 1463
Amnesty International: რელიგიური გრძნობების შესახებ კანონპროექტი სიტყვის თავისუფლებას ძირს უთხრის

“საქართველოში საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც ამოქმედების შემთხვევაში ეფექტურად კრძალვას ღვთის გმობასა და ძირს უთხრის გამოხატვის თავისუფლებას”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, შემოთავაზებული ინიციატივა შეუსაბამო იქნება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან. ასევე, რელიგიური ლიდერებისა და ინსტიტუციების კრიტიკას კანონგარეშედ გამოაცხადებს.

Amnesty International ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კანონპროექტის ლობისტები ღიად ასახელებენ მისი მიღების მიზეზს: მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვას. ორგანიზაციის განცხადებით, ამ კანონპროექტის ამოქმედება შეასუსტებს თავისუფალ სიტყვას სხვადასხვა პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ქალების, ლესბოსელების, ჰომოსექსუალების, ტრანსგენდერებისა და ინტერსექსი ადამიანების უფლებების თვალსაზრისით.

მასალების გადაბეჭდვის წესი